Magister Artium
მაგისტერ არტიუმ (ლათინურად Magister Artium ქართულად უფროსი, წინამძღვარი) — აკადემური ხარისხი. საუნივერსიტეტო, აკადემიური ხარისხი ევროპის არაერთ ქვეყანაში. მამაკაცებისათვის აღინიშნება ფორმით მაგისტერ არტიუმ, ხოლო ქალთათვის - მაგიტრა არტიუმ.
სახელწოდების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოდება მაგისტერ არტიუმ (ლათ. magister artium), აგრეთვე ლათ. liberalium artium magister შუა საუკუნეებში იყო აკადემიური ხარისხი, რომელიც სტუდენტს ენიჭებოდა თავისუფალ ხელოვნებათა (artes liberales) შესწავლის, ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ შვიდი თავისუფალი ხელოვნების დაუფლების შემდეგ.
- გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა, ენობრივი განხრის ტრივიუმი (ლათ. „Trivium - სამეული“), და
- არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია, მათემატიკური განხრის კვადრიუმი (ლათ. „Quadrivium - ოთხეული“)
ხელოვნებებად (ლათ. artes) წოდებული რომელიმე განხრის წარმატებით დასრულების შემდეგ, განხრებისა, რომლებიც იმ დროს მეცნიერებათა საფუძველს წარმოადგენდა, გრადუირებულს უფლება ენიჭებოდა როგორც მაგისტერ რეგენსს (ლათ. magister regens), ტრივიუმის უმცროსი სტუდენტების მასწავლებელი ყოფილიყო, რითაც დაახლოებით დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს გავუტოლოთ.
მაგისტერ არტიუმი დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაგისტერ არტიუმის ტიტული გერმანიაში ენიჭებათ სპეციალური საუნივერსიტეტო, სამაგისტრო პროგრამების კურსის წარმატებით დასრულების შესახებ. გასტერ არტიუმის ტიტული გაიცემა ჰუმანიტარულსა და სოციალურ მეცნიერებებში, როცა სპეციალობად არჩეულია როგორც მუნიმუმ ორი მთავარი დარგი, ან მთავარ სპეციალობად ერთი დარგია არჩეული, ხოლო ე.წ. არამთავარ დარგად ორი დარგი.
სპეციალობებისა და დარგების კომბინირებები დადგენილია კანონით. ასევე სპეციალური კანონითაა დადგენილი პროგრამები საგნების მიხედვით, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მკაფიოდ არის დადგენილი სამაგისტრო პროგრამებში მკაფიოდ დაწესებული სპეციალური კანონებით.
დარგების ამგვარი კომბინაცია სამაგისტრო პროგრამების ფორმატში იძლევა შრომით ბაზარზე სხვადასხვა ცოდნა-უნარების ვარიირების იშვიათ საშუალებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამაგისტრო პროგრამები დიუსბურგ-ესენის უნივერსიტეტში
- სამაგისტრო პროგრამები გისენის უნივერსიტეტში დაარქივებული 2015-09-13 საიტზე Wayback Machine.
- სამოქალაქო განათლების ონლაინ-ლექსიკონი
- უცხო სიტყვათა ონლაინ-ლექსიკონი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Martha Meyer-Althoff: Geisteswissenschaften (სწავლა უნივერსიტეტში). წიგნში: Ludwig Huber (გამომც.): Enzyklopädie Erziehungswissenschaft, ტომი 10. Ausbildung und Sozialisation in der Hochschule. Stuttgart: Ernst Klett 1983. გვერდი 510–518, აქ გვერდი 514.