eBay
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/EBay_logo.svg/220px-EBay_logo.svg.png)
eBay Inc. (NASDAQ: EBAY) — ამერიკული ინტერნეტ-კორპორაცია, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინ აუქციონს და მაღაზიას, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. დაარსდა 1995 წელს და დღეისათვის ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად აუქციონის რეჟიმში ფუნქციონირებს, დაარსების შემდეგ მას ასევე დაემატა რეჟიმი „Buy It Now“, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა.