Deus vult
იერსახე
Deus vult (ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ასე სურს ღმერთს“) — საომარი შეძახილი, რომელიც პირველად გაჟღერდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების გამოცხადებისას, კლერმონის საეკლესიო კრებაზე, 1095 წელს. კრება მოწვეული იყო აღმოსავლეთის ქრისტიანთა მიერ რომის პაპ ურბან მეორისადმი მუსლიმთა წინააღმდეგ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ.[1] ფრაზის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს, მაგ,: Deus vult (კლასიკური ლათინური), Dieu le veut (ფრანგულად), Deus lo vult და სხვა. ფრაზა Deus lo vult ასევე წარმოადგენდა წმინდა აკლდამის ორდენისა და კათოლიკური სამხედრო ორდენის დევიზსაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალი საერთაშორისო ენციკლოპედია, Deus Vult, 1905 წელი.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: Deus vult
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Morwood, J: A Dictionary of Latin Words and Phrases, page 46. Oxford University Press, 1998