შინაარსზე გადასვლა

BMP-1

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BMP-1

BMP-1
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 13
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
დესანტი, კაცი 8
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1966—1988
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1966-დღემდე
გამოშვების რაოდენობა 20000[1]
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 2940
სიმაღლე, მმ 2068
კლირენსი, მმ 3660
ჯავშანი
კორპუსის შუბლი (ზედა), მმ/გრად. 7 / 80°
კორპუსის შუბლი (ქვედა), მმ/გრად. 19 / 57°
კორპუსის ბორტი (ზედა), მმ/გრად. 16 / 14°
კორპუსის ბორტი (ქვედა), მმ/გრად. 18 / 0°
კორპუსის კიჩო (ზედა), მმ/გრად 16 / 19°
კორპუსის სახურავი, მმ 6
იარაღის ნიღაბი, მმ/გრად. 26-33
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 73მმ
ქვემეხის ტიპი გლუვლულიანი
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 40
მიზანი 1ПН22М1
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ პკტ
სხვა შეიარაღება ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა 9М14М «Малютка»
მობილურობა
ძრავის ტიპი 6 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 300
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 65
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ 550—600
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 21,5—23,1

BMP-1 — საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მას ნატომ „ემ-1967“ ნომერაცია მიანიჭა.

1950-იან წლებში, საბჭოთა არმიის მექანიზირებული ქვეითთა ბრიგადები, თითქმის იდენტურნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი - წითელი არმიის მექანიზირებულ ბრიგადებთან. ასეთ დანაყოფებში, ჯავშანტრანსპორტიორები ასრულებდნენ ერთგვარი „ბრძოლის ველის ტაქსის ფუნქციას“ - ისინი ტანკებს ახლო მანძილზე მიჰყვებოდნენ, თუმცა საბრძოლო პოზიციებთან უსაფრთხო მანძილზე მიახლოვების თანავე ისინი თავის ქვეითებს დესანტირებას ახდენდნენ და ბრძოლის ველს ტოვებდნენ.

თუმცა, დოქტრინულად გამოიკვეთა საჭიროება ისეთი საბრძოლო მანქანის, რომელიც ბრძოლის ველზე ტანკებთან ერთად დარჩებოდა და შედარებით მსუბუქ სამიზნეებს გაანადგურებდა. საბჭოთა არმიის შეიარაღებაში არსებულ ჯავშანტრანსპორტიორებს ამის გაკეთება არ შეეძლოთ, რადგან მათ ამისთვის საჭირო არც შეიარაღება გააჩნდათ, მით უმეტეს კი ჯავშანი და დაცულობა.

ახალი საბრძოლო მანქანის შემუშავების მოთხოვნა ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, მოთხოვნები ახალი საბრძოლო მანქანისათვის საკმაოდ მკაცრი და იმ დროისთვის რთული შესასრულებელი იყო: ახალ საბრძოლო მანქანას საკმარისი ჯავშანი უნდა ჰქონოდა რომ გაეძლო 0.50 კალიბრიანი ტყვიამფრექვევებისათვის, ან თუნდაც 20-23 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვებისათვის, მას ასევე ძლიერი შეიარაღება უნდა ჰქონოდა, რათა დესანტირებული ქვეითებისათვის საცეცხლე მხარდაჭერა გაეწია, ამასთანავე, ის სწრაფი და მობილური უნდა ყოფილიყო და ამ ყველაფერთან ერთად ცურვაც უნდა შესძლებოდა.

1959 და 1960 წლებს შორის უამრავი ბეემპეს პროტოტიპი შემუშავდა მრავალი ქარხნის მიერ, საბოლოო ჯამში საბჭოთა მეთაურობამ არჩევანი შეაჩერა ობიექტი 764-ზე, საბჭოთა გენერლებს მოეწონათ მისი მობილურობა და შეიარაღება, ასევე მათ ძალიან მოეწონათ ის ფაქტი რომ დესანტი ძალიან მარტივად ტოვებდა ბეემპეს უკანა ორი კარით. ბეემპე წარმოებაში ჩაშვებული იქნა 1965 წელს და შეირაღებაში 120 მოტომსროლელთა ბრიგადამ 1966 წელს მიიღო.

კონსტრუქციის აღწერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMP-1 არის სრულიად ამფიბიური ქვეითთა საბრძოლო მანქანა, მას ძრავა წინ გააჩნია, კოშკურა შუაში ხოლო დესანტის განყოფილება უკან. ბეემპეს მძღოლს სამი TNPO-170 პერესკოპი აქვს, მისი შეცვლა TVNO-2 ღამის ხედვის ხელსაწყოთიც შეიძლება, მეთაურს TKN-3B ბინოკლი გააჩნია. ასევე მის განკარგულებაში R-123M რადიო შედის. მსროლელს, რომლის პოზიცია კოშკურიდან შედარებით მარცხნივ მდებარეობს, გააჩნია 1PN22M1 პერისკოპული სამიზნე, ასევე 1PN22M1 სამიზნე რომელსაც ღამის ხედვის რეჟმიში მაქსიმალური მანძილი 400 მეტრი აქვს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში 900 მეტრი.

ბმპ-1 ის ძირითად შეიარაღებას წარმოადგენს 73 მილიმეტრიანი 2A28 ნახევრად ავტომატური ქვემეხი. მისი საბრძოლო მარაგი 40 გასროლაა და სროლის საშუალო ტემპი 8-10 გასროლა წუთში. მის ჭურვს შეუძია გახვრიტოს 60-იანი წლების ნატოს ქვეყნების წარმოების ტანკები, მათ შორის მ48 და ლეოპარდ 1 ტანკების წინა ჯავშანი, ბეემპეს ასევე გააჩნია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი "პკტ" რომლის საბრძოლო მარაგიც 2000 ტყვიას შეადგენს.

ასევე ბეემპეს შეიარღებაში შედის 9M14 Malyutka რაკეტა, მისი საბრძოლო მარაგია 4 რაკეტა, მისი გამოყენება ღამით შეუძლებელია რადგან მას არ გააჩნია ღამის ოპტიკა, ასევე რაკეტის მართვა გამოუცდელი ეკიპაჟისთვის საკმაოდ რთულია და ბევრ ვარჯიშს მოითხოვს.

ბმპ-ს დესანტს 8 ჯარისკაცი წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მანქანაში დესანტისთვის დიდი ადგილა არაა, ამიტომ სრულიად ეკიპირებული ჯარისკაცისათვის ბეემპედან დესატირება არ არის მარტივი.

BMP-1-ს საშუალო დონის მობილურობა ახასიათებს, მას 300 ცხენისძალიანი ძრავი გააჩნია, მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე 65 კილომეტრი საათშია ხოლო წყალში 8 კილომეტრი საათში, მას თავისუფლად შეუძია უგზოობაზე, თოვლში და წყალზე გადაადგილება.

მიუხედავად იმისა რომ დოქტრინულად ბმპ-ს დანიშნულება ქვეითთა მხადაჭერაა, მისი ჯავშანი არ გამოირჩევა ამტანობით, თუმცა ჯავშანის ხარისხი დამოკიდებულია მწარმოებელ ქვეყანაზე და გამოშვების წელზე. ჩანაფიქრში ბეემპეს წინა ჯავშანს უნდა გაეძლო ავტომატური ქვემეხების ჭურვებისათვის, ეს ზოგ შემთხვევაში ასეც იყო, მაგალითან 1973 წლის ოქტომბრის ომის დროს ბეემპეს წინა ჯავშანმა შესძო 12.7 მილიმეტრიანი ტყვიების შეჩერება, თუმცა უკანა და გვერდითა ჯავშანს ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნდათ. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკული მ2 ბრედლი ქვეითთა საბრძოლო მანქანები ადვლად ანადგურებდნენ ერაყულ ბმპ-1-ებს 25 მილიმეტრიანი ქვემეხის ჯავშანგამტარი ჭურვებით.

საბრძოლო გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბმპ-1 ის პირველი საბრძოლო გამოყენება იომ ქიფურის ომის დროს მოხდა, ამ ომის დროს საბჭოთა ქსმ-ს ეგვიპტური და სირიული მექანიზირებული შენაერთები იყენებდნენ, საბოლოო ჯამში ამ ომმა კარგად გამოაჩინა ბმპ-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ეგვიპტელი ჯარისკაცები აქებდნენ ქსმ-ს თავისი მობილურობისთვის და ძლიერი შეიარაღებისთვის, თუმცა სირიელების თქმით ქსმ-ს შიგნიდან 9M14 Malyutka რაკეტას სროლა ძალიან რთული იყო და დიდ გამოცდილებას მოითხოვდა. არაბები კიდევ ერთ პრობლემას გადააწყდნენ ამ ომის დროს, ეს იყო ბეემპეს დაბალი სიმაღლე რაც რთულს ხდიდა ქვეითების მხარდაჭერას, თუმცა მეორე მხრივ სწორედ ეს ბეემპეს შედარებით რთულ სამიზნედ აქცევდა, ბეემპემ ამ ომში საშუალო წარმატებით მიიღო მონაწილეობა, ეგვიპტელებმა 40-60 ხოლო სირიელებმა კი დაახლოებით 50 ბმპ-1 დაკარგეს ამ ომში, უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი ქსმ მარტივი მექანიკური დაზიანებების შემდეგ მიტოვებული იქნა ეკიპაჟის მიერ რადგან მათ არ გააჩნდათ ბეემპეს შეკეთების ცოდნა და გამოცდილება.[2] სწორედ დაზიანებული ბმპ-1 ები ხელში იქნა ჩაგდებული ისრაელის არმიის მიერ და გამოკვლეული იქნა ებრაელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ.[3]

სამოქალაქო ომი ანგოლაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაალაფარი ანგოლის არმიის BMP-1 და BM-21 ზცრს.

სამი წლის შემდეგ ბეემპე გამოიყენეს ანგოლის სამოქალაქო ომის დროს, ანგოლის და კუბის შეიარაღებულმა ძალებმა. ბეემპეს კარგი რეპუტაცია ჰქონდა ომის დროს, მას ჯარისკაცები გამძლეობის და ძლიერი შეიარაღების გამო აქებდნენ, ომის დროს ასევე გამოყენებული იქნა ჩეხური წარმოების ბმპ-1 ებიც, თუმცა ამ ომის დროსაც გამოჩნდა ბმპ-1-ის სუსტი ჯავშანის პრობლემა, 1987 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ანგოლის ჯარმა კუიტო-კანავალეს ბრძოლების დროს 6 ბეემპე დაკარგა, ხოლო 9 ხელუხლებელ მდგომარეობაში ხელში ჩაუვრადათ სამხრეთ აფრიკელ ჯარისკაცებს.[4][5]

ავღანეთის არმიის ბმპ-1-ები, 2005 წელი. ზოგიერთი მოდელი ზუ-23-2 საზენიტო ქვემეხითაა შეიარაღებული

ავღანეთის ომის დროს ბმპ-1 გამოიყენებოდა საბჭოთა და ავღანური სახმელეთო ძალების მიერ, ბეემპები ხშირად ნადგურდებოდა ავღანეთში, მოჯაჰედების მიერ მომზადებული ჩასაფრებების დროს, ასევე პრობლემა იყო ბმპ1-ის 73მმ-იანი ქვემეხი, რომელის ძირითადი ამოცანა მოწანააღმდების ჯავშანტექნიკის გადანდგურებაა და არა მაღალ მთებში ჩასაფრების მოგერიება. გარკვეული რაოდენობა ხელში იქნა ჩაგდებული ავღანელი აჯანყებულების მიერ და გამოიყენებოდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროსაც, დღესდთეობითაც ავღანეთის სახალხო არმია იყენებს ბმპ-1-ებს, ზოგიერთ შემთხვევაში ზუ-23-2 საზენიტო ქვემეხით.[6]

სპარსეთის ყურის ომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განადგურებული ერაყის არმიის BMP-1, 1991 წელი.

ერაყი აქტიურად და დიდი რაოდენობით იყენებდა ბმპ-1ებს სპარსეთის ყურის ომების დროს, პირველი სპარსეთის ომის დროს ერაყის არმიას დაახლოებით 1000 ბმპ-1 და 800 ბმპ-2 ჰყავდა[6], ბეემპების დიდი რაოდენობდა განადგურებულა იქნა კოალიციის ძალების მიერ, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი შემთხვევა როდესაც ერაყულმა ბეემპემ 2 გასროლით ამერიკული მ-2 "ბრედლის" განადგურება შეძლო, პირველი 73 მილიმეტრიანი ჭურვი "ბრედლი" ქსმ-ს წინა ჯავშანში მოხვდა ხოლო მეორე ჭურვი TOW ტანკ-საწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვებს მოხვდა კოშკურის მიდამოებში და ჯავშანი გააღვია. შემთხვევის დროს "ბრედლის" ეკიპაჟის 1 წევრი, მსროლელი დაიღუპა ხოლო მეთაური და მძღოლი დაიჭრნენ[7]. სპარსეთის ყურის ომის დროს, ბოლო ბრძოლა რომელშიც ერაყულმა ბმპ-1-ებმა მონაწილეობა მიიღეს 1991 წლის 2 მარტს მოხდა, როდესაც ერაყის რესპუბლიკური გვარდიის "ჰამურაბის" დივიზიის ჯავშანდანაყოფებმა ამერიკული ხაზების გარღვევა სცადეს, ბრძოლის შედეგად განადგურდა 49 BMP-1, 32 T-72 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკი, 2 ZSU-23-4 და 48 სხვა ტიპის სამხედრო მანქანა. [8] ერაყის არმია ბმპ-1 ქვეითთა საბრძოლო მანქანებს 2003 წლის ერაყის ომის დროსაც იყენებდა, თუმცა ამ ომში მათი გამოყენება ბევრად მცირე და წარუმატებელი იყო. ასობით ბმპ-1 ამერიკულმა მხარემ ხელში ჩაიგდო, მათი ნაწილი ახალ ერაყის არმიას გადაეცა.

მთიანი ყარაბაღის ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარე აქტიურად იყენებდა ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ამ კონფლიქტში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქსმ-ს სუსტი მხარეები, მთებში მათი ეფექტიანი გამოყენება ორივე მხარისთვის შედარებით რთული იყო. 1992 წლის მარტიდან 1994 წლამდე აზერბაიჯანის არმიამ დაახლოებით 38 ქსმ დაკარგა ხოლო სომხეთის არმიამ 51-53[9]. ომის დროს ხშირად ხდებოდა ბმპ-1-ის მოდიფიცირება, აზერბაიჯანელი სამხედროები ზოგ შემთხვევებში ქსმ-ზე დამატებით ჯავშანს და NSV მძიმე ტყვიამფრქვევებს აყენებდნენ (მთებში მაღალი კუთხით სროლისთვის) ხოლო სომეხი სამხედროები ბმპ-1-ის კოშკურას 9P122 ტანკებზე მონადირის კოშკურით ანაცვლებდნენ (ამ საბრძოლო მანქანის კოშკურა 6 ერთეული 9M14M „მალიუტკა“ ტიპის რაკეტითაა შეიარაღებული)[3]

ქართული შეიარაღებული დანაყოფების არსენალში ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები უკვე 1991 წლის მიწურულიდან გამოჩნდა, მათი ნაწილი საბჭოთა არმიის დანატოვარი იყო, ნაწილი საქართველოში განლაგებული რუსული/საბჭოთა ბაზებიდან შეძენილი, გარკვეული ნაწილი კი საქართველოში განლაგებული საბჭოთა არმიის შემკეთებელი ქარხნებიდან იქნა გამოყვანილი (ბოლო შემთხვევაში ქსმ-ების დიდი ნაწილი არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო)[10]. ამავე პერიოდში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს 6 ბმპ-1 აჩუქა იმ პირობით რომ ქართველები ამ ქსმ-ებს აფხაზეთში ან სამაჩაბლოში არ გამოიყენებდნენ[11]. მინიმუმ რამდენიმე ქსმ ქართულ დანაყოფებს ახალციხეში ერგოთ, რუსეთის მე-10 მოტომსროლელი დივიზიის გასვლის შემდეგ. ხშირად ქართულ ბმპ-1-ებს იმპროვიზირებული მოდიფიკაციები უტარდებოდათ, ხშირი იყო კოშკურის ნაცვლად ან კოშკურის თავზე უმართავი რაკეტების გამშვები ბლოკის დაყენება, ამ შემთხვევაში ბმპ-1 ერთგვარი იმპროვიზირებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ხდებოდა, ყველაზე ხშირად ქართველი სამხედროები იყენებდნენ S-5 და S-8 ტიპის საავიაციო უმართავი რაკეტების გამშვებებს, თუმცა არსებობდა ვერსია შედარებით ძველი, UB-32 ტიპის გამშვები ბლოკით. მინიმუმ 1 ბმპ-1 გამოიყენებოდა თბილისის ომშიც. შინაგანი ჯარების შეიარაღებაში არსებული ბმპ-1 გამოიყენებოდა 1994-95 წლებში თბილისში, ანტი-კრიმინალური ოპერაციების დროსაც.

კონფლიქტი სამაჩაბლოში (1991-1992)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამაჩობლოში ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების და ოსი ტერორისტების განიარაღების მიზნით 1991 წლის 5 იანვარს ქართული ეროვნული გვარდია და პოლიცია ცხინვალში შევიდა, დაიწყო კონფლიქტი ოს/რუს მხარესა და ქართველებს შორის, სამაჩაბლოში კონფლიქტი ძირითადად მცირე შეტაკებებით ხასიათდებოდა შესაბამისად ჯავშანტექნიკას ქართული მხარე ძირითადად ბლოკპოსტებზე იყენებდა, ეროვნული გვარდიის შეიარაღებაში მყოფი ბმპ-1-ებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ამ კონფლიქტში, მინიმუმ 2 ერთეული ბმპ-1 განადგურებული იქნა ოსი სეპარატისტების მიერ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს. თავისმხრივ ოსური მხარეც იყენებდა ბმპ-1-ებს, ამ ქსმ-ებს ოსური მხარე რუსული ბაზებიდან იღებდნენ.[3]

ქართული არმიის ბმპ-1, გორის მიდამოები

აფხაზეთში ორივე მხარე აქტიურად იყენებდა ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლ მანქანებს, ომის დასაწყისში აფხაზი სეპარატისტების შეიარაღებაში 6 ერთეული ბმპ-1 იმყოფებოდა[12], ომის მიმდინარეობის დროს ეს რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა, ქვეითთა საბრძოლო მანქანების ძირითადი წყარო აფხაზი სეპარატისტებისთვის რუსული არსენალები იყო, თუმცა გარკვეული ნაწილი მათ ქართული შენაერთებისგან დარჩათ ალაფად. ქართული ბმპ-1-ების დაზუსტებული რიცხვის თქმა რთულია, თუმცა აშკარაა რომ აფხაზეთის ომში ქართულმა მხარემ მინიმუმ რამდენიმე ათეული ბმპ-1 გამოიყენა, მათი გარკვეული ნაწილი განადგურებული იქნა აფხაზური/რუსული მხარის მიერ. 1992 წლის 16 ნოემბერს ბათუმი-სოხუმი გზატკეცილზე განადგურდა ქართული ბმპ-1, იმავე წლის დეკემბერში აფხაზეთში ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქდა კიდევ ერთი ქართული ბმპ-1.

1992 წლის ოქტომბერში, გაგრის ბრძლის დროს ქართული ბმპ-1-ების გარკვეული რაოდენობა ალაფად დარჩა აფხაზურ მხარეს, იმავე წლის 3-4 ნოემბერს მდინარე გუმისთაზე, სოფელ შრომაში გამართული ბრძლების დროს განადგურდა 2 ქართული და 5 აფხაზური ბმპ-1.[3] აფხაზური ბმპ-1-ების გარკვეული რაოდენობა ასევე განადგურდა 1993 წლის მარტის და იმავე წლის სექტმბრის ბრძლების დროს. 1993 წლის სექტმებრის ბრძოლების დროს, როდესაც ქართული მხარე სოხუმის ალყის მოხსნას ცდილობდა, გარღვევის მცდელობაში განადგურდა მინიმუმ 2 ქართული ბმპ-1. ომის დროს აფხაზი ტერორისტებიც უკეთებდნენ ბმპ-1-ებს იმპროვიზირებულ მოდერნიზაციებს, ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა ქმს-ს გვერდებზე დამატებითი ჯავშანის დაყენება იყო.[13]

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საოკუპაციო ძალების ჩეჩნური „ვოსტოკ“ დანაყოფის მებრძოლები ბმპ-1 ქსმ-ზე, 2008 წლის აგვისტო

2008 წლის აგვისტოში მიმდინარე ომში ბმპ-1-ების ძირითადი მომხმარებელი რუსეთის არმია იყო, 58 არმიის შეიარაღებაში მრავალი სხვადასხვა მოდიფიკაციის ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძლო მანქანა იყო, ხოლო ქართული შენართების არსენალში ბმპ-2 ტიპის ქსმ-ს მოდელები ჭარბობდა[14]. ომის მიმდინარეობისას რუსულმა არმიამ დაკარგა მინიმუმ 11 ერთეული BMP-1 ხოლო ქართულმა მხარემ 2 ერთეული ბმპ-1[14], რუსული ბმპ-1-ების პირველი ნაკადი 8 აგვისტოს, რუსი მშვიდობისმყოფელების ზემო ბანაკში განადგურდა, 3 ბმპ-1 უცნობი საბორტო ნომრებით განადგურდნენ ქართული არტილერიის და სატანკო ცეცხლის მიერ[14], განადგურებული რუსული ქსმ-ების მეორე ნაკადი კვლავ მშვიდობიმყოფელების ზემო ბანაკში იყო, 3 ბმპ-1 საბორტო ნომრებით: 610, 614 და 625 განადგურდნენ კვლავ ქართული საარტილერიო და სატანკო ცეცხლის შედეგად[14]. 4 რუსული ბმპ-1 135-ე მოტომსროლელი დანაყოფიდან განადგურდა 9 აგვისტოს ცხინვალში, შანხაის დასახლებაში, როდესაც მეორე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის დანაყოფი[14], რუსულ კოლონას გადააწყდა, რუსული ბმპ-1-ები T-72SIM1 ძირითადი საბრძოლო ტანკების და ყუმბარმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ და განადგურდნენ[14]. კიდევ ერთი ბმპ-1, ამჯერად მოდერნიზებული 1პ ვერსია განადგურდა ძარის გზაზე 9 აგვისტოს[15], საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ქართული არმიის პირველი ბმპ-1 განადგურდა 11 აგვისტოს გორის მიდამოებში, როდესაც ქსმ-ს უცნობი მიზეზის გამო (სავარუადოდ ჭურვების დეტონაცია) ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა[16], მეორე ბმპ-1 ხელში იქნა ჩაგდებული რუსული სამხედროების მიერ და განადგურდა 15 აგვისტოს, გორის მიდამოებში[17]. 15 ერთეული მოდერნიზებული ბმპ-1უ ალაფად დარჩათ რუს სამხედროებს გორში.[18][19]

სამოქალაქო ომი სირიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მარტში, სირიაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები და მიტინგები სამოქალაქო ომში გადაიზარდა, აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში სირიის არმია და შინაგანი ჯარები, მათ შორის პოლიცია ჩაერთო. არმიის და რესპუბლიკური გვარდიის მექანიზირებული დანაყოფების ძირითად ბირთვს ბმპ-1 ტიპის ქსმ-ები წარმოადგენდნენ (თუმცა უნდა აღინიშნოს რომ რესპუბლიკური გვარდიის არსენალში ბმპ-2-ის ტიპის მოდელების მრავლადაა), სამთავრობო ჯარები ხშირად ბმპ-1-ებს ქალაქის ბრძოლებისთვის იყენებდნენ, სადაც მათი განადგურება ძალზედ მარტივი იყო, შესაბამისად ომის პირველი დღეებიდან, დიდი რაოდენობით როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური ძალების ბმპ-1-ები განადგურდა. აჯანყებულებმა დიდი რაოდენობის ბმპ-1-ები ხელში ჩაიგდეს ბრძოლის ველებიდან და სამთავრობო ჯარების ბაზებიდან, ხშირი იყო კორუფციის შემთხვევებიც როდესაც არმიის ოფიცრები აჯანყებულებზე ქსმ-ებს და ტანკებს ყიდდნენ. წლების განმავლობაში ბმპ-1 ტიპის ქსმ-ებს მრავალი ცვლილებები ჩაუტარდათ ბრძოლის ველის პირობების შესაბამისად, ყველაზე ხშირად ხდება ჯავშნის გაძლიერება დამატებითი მეტალის ფურცლებით, კუმულიტიური ჭურვების საწინააღმდეგო ეკრანებით, ან ბევრად მარტივი მატერიალებით (საბურავები, ქვიშის ტომრები). "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებაში არსებულ ზოგიერთ ბმპ-1-ს T-72B ტიპის ტანკებიდან მოხსნილი "კონტაქტ-5" რეაქტიული ჯავშნის აგურებიც კი დაუყენეს, თუმცა მოდიფიკაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. "ისლამური სახელმწიფოს" და "ალ-ნუსრას" ისლამური ფრონტის მებრძლობის მხრიდან, ხშირად ხდებოდა დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ბმპ-1-ების გადაქცევა თვითმკვლელ ჯავშანმანქანებად - ხდებოდა ქსმ-დან შეიარაღების და კოშკურის, ასევე სადესანტო ნაწილის მოხსნა, რჩება მხოლოდ მძღოლის ადგილი, ქსმ იტვირთება რაც შეიძლება ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერებით და ხდება მისი დეტონირება მოწინააღმდეგის პოზიციაზე შაჰიდის მიერ. ასეთი თვითმკვლელი ქვეითთა საბრძოლო მანქანები დიდი პოპულარობით სარგებლობს ისლამური ტერორისტების ჯგუფებში, რადგან მათი განადგურება მოწინააღმდეგის პოზიციამდე მისვლის დროს შედარებით რთულია ვიდრე დაუჯავშნავი ავტომობილის, მაგრამ რაც მთავარია, ბმპ-1-ს შეუძლია ბევრად მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება დაიტიოს თავის კორპუსში. სულ 10 წლის განმავლობაში, სირიაში 600-მდე ბმპ-1 განადგურდა საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 2011 წლის მონაცემებით, სირიის არმიის არსენალში 1000-მდე ქსმ იყო.

უკრაინის არმიის ბმპ-1 დონბასში, 2014 წლის აგვისტო

2014 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, უკრაინის არმია და ნაციონალური გვარდია აქტიურად იყენებს ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში[20], ბმპ-1-ებს ასევე იყენებს პრო-რუსული მხარეც[21]. პრო-რუსული მხარის შეიარაღებაში მყოფი ბმპ-1-ების გარკვეული ნაწილი უკრაინის არმიისგან არის ნაალაფარი, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ტერორისტებმა რუსული არსენალიდან მიიღეს. ბეემპე 1-ები გამოიყენებოდა 2014 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სლავიანსკის, დებალცევოს და სხვა ბრძოლების დროს, რუსული არმია და პრო-რუსი ტერორისტები ასევე იყენებდნენ ბმპ-1/1პ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს, მინიმუმ რამდენიმე ერთეული განადგურდა უკრაინელი სამხედროების მიერ.[22] უკრაინის არმიამ მიმდინარე კონფლიქტში დაახლოებით 100 ერთეული ბმპ-1 დაკარგა.

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში (2020)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს იყენებდა ორივე მხარე 2020 წლის შემოდგომის პერიოდში, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს. ომში სომხურმა მხარემ 35, ხოლო აზერბაიჯანის მხარემ 8 ბმპ-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა დაკარგა.[23]

  • "ობიექტი 764" — თავდაპირველი პროტოტიპი, აწყობილი 1965 წელს. გააჩნდა უფრო დიდი სიმაღლე და საწვავის ავზი. შეეძლო მხოლოდ 6 კაციანი დესანტის გადაყვანა
  • BMP-1 - პირველი ფართოდ წარმოებული, ორიგინალი ვერსია.
  • BMP-1S — პროტოტიპი რომელიც შეიარაღებული იყო AV-1 ტიპის ლაზერით, ტესტირება ჩაუტარდა 1970-იან წლებში.
  • BMP-1 (ობიექტი 765Sp8) — AGS-17 ავტომატური ყუმბარმტყორცნით შეიარაღებული ბმპ-1. გამოიყენებოდა 1979 წლიდან.
  • BMP-1P — ბმპ-1-ის პირველი სერიოზული მოდერნიზაცია, შემუშავდა იომ-კიფურის ომის შემდეგ. „მალიუტკა“ ტიპის მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა ჩანაცვლდა უფრო ძლიერი და თანამედროვე 9M113 „კონკურს“ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტით, თუმცაღა ახალი რაკეტის გამოყენება შედარებით არაპრაკტიკული იყო რადგან მის მსროლელს კოშკურიდან ამოსვლა უწევდა (რაკეტა კოშკურის თავზეა დაყენებული). გაზრდილია ასევე ქსმ-ს დაცვის დონე როგორც ჭურვებისგან, ასევე ქიმიური და საავიაციო საფრთხეებისგან. ხშირად P მოდელებს 902V „ტუჩა“ ტიპის კვამლის გამშვებები უყენია კოშკურის უკანა ნაწილში. გაზრდილია ქსმ-ს წონაც, 13.4 ტონამდე.
  • BMP-1PG — AGS-17 ტიპის ყუმბარმტყორცნით შეიარაღებული 1P ვერსია
  • BMP-1D — ვერსია საბჭოთა სადესანტო ჯარებისთვის, შემუშავდა 1980-იანი წლების დასაწყისში, ავღანეთში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. ქსმ-ს გვერდებზე 5-6 მილიმეტრი სისქის დამატებითი ჯავშანის ფილები უყენია რაც შესაბამისად ზრდის დაცვის დონეს. D ვერსიების გვერდითა ჯავშანს 0.50 კალიბრის ჯავშანგამტარი ტყვიების შეჩერებაც შეუძია, ასევე გაზრდილია ამტანობა ნაღმების და საარტილერიო ნამსხვრევების მიმართ.
  • „ობიექტი 768“ — პროტოტიპი რომელიც შეიარაღებული იყო ნახევრად ავტოამტური 73 მილიმეტრიანი „ზარნიცა“ ტიპის ქვემეხით და 12.7 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით.
  • „ობიექტი 680„ — პროტოტიპი 30 მილიმეტრიანი 2A38 ავტომატური ქვემეხით.
  • BMP-1K — სამეთაურო ვერსია, წარმოებაში ჩაიშვა 1973 წლიდან. ტრადიციულ შეიარაღებასთან ერთად ამ ქსმ-ს კომპლექტაციაში დამატებითი ანტენა, R-123M და R-111 ტიპის რადიოები, ასევე GPK-69 ტიპის ნავიგაციის სისტემა შედიოდა.
  • BRM-1 — სპეციალიზებული, დაზვერვის ვარიანტი რომელიც შეიარაღებულია ამ ამოცანისთვის შესაბამისი ელექტრონული ეკიპირებით, მათ შორის PSNR-5K დაზვერვის რადარით, 1D8 ტიპის მანძილმზომით, TNA-1/3 ტიპის ნავიგაციის სისტემით, ასევე დამატებით ანტენით და რადიო ეკიპირებით. ამ მოდელის ამოცნობა მარტივად შეიძლება რადგან ჩვეულებრივ ბეემპე-1-თან შედარებით ის დაბალი და განიერია, ასევე ყურადღებას იქცევს დამატებით ელექტრონული ეკიპირება.
  • BRM-1K — ბეერემ 1-ის სამეთაურო ვერსია დამათებითი კავშირის ეკიპირებით.
  • PRP-3 „ვალ“ — საარტილერიო დაზვევრის ვერსია, მისი როლი ბრძოლის ველზე არტილერიის კორექტირება და ინფორმაციის გადაცემა იყო, მის შეიარაღებაშ შედის დამატებითი ოპტიკური, ელექტრონული და რადიო ეკიპირება, 73 მილიმეტრიანი ქვემეხი შეიარაღებიდან მოხსნილია შესაბამისად დატოვებულია მხოლოდ 7.62 მილმეტრიანი „პეკატე“ ტყვიამფრქვევი, ამის გამო ამ მოდიფიკაციის ამოცნობა ძალზედ მარტივია
  • PPO-1 — სასწავლო-სავარჯიშო მანქანა ბმპ-1-ის ბაზაზე.
  • BREM-2 — ბმპ-1 ტიპის ქსმ-ს საინჟინრო მოდიფიკაცია, შეიარაღებაშია 1983 წლიდან. ამ საბრძოლო მანქანის ძირითადი ფუნქცია ბრძოლის ველიდან დაზიანებული ან განადგურებული ჯავშანტექნიკის ევაკუცია არის, საბჭოთა არმიაში BREM-2 ტიპის მანქანები ძირითადად გათვლილი იყო BMP ტიპის ქსმ-ების ევაკუაციაზე. საბრძოლო მანქანის შეიარაღება ჩანაცვლებულია საინჟინრო ეკიპირებით. ერთადერთი თავდაცვითი საშუალება 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევია.
  • BMP-1 „რაზბეჟკა“ — ექსპერიმენტული ქსმ, რომელიც შეიქმნა 1990-იანი წლების ბოლოს. ტრადიციული კოშკურა ჩანაცვლებულია BMD-2 ტიპის სადესანტო ქსმ-ს კოშკურით (რომლის შეიარაღებაშიც თავისმხრივ 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი შედის).
  • BMP-1-30 — 1997 წელს შექმნილი პროტოტიპი, შეიარაღებულია 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით, ძველი ძრავი ჩანაცვლებულია 360 ცხენისძალიანი UTD-230 ტიპის ძრავით.
  • BMP-1M — ბმპ-1-ის რუსული მოდერნიზაცია, რომელიც 1990-იანი წლების მიწურულს შეიქმნა. 73 მილიმეტრიანი ქვემეხი ჩანაცვლებულია 30 მილიმეტრიანი 2A72 ტიპის ავტომატური ქვემეხით, რომელსაც სროლა საზენიტო რეჟიმშიც შეუძლია. მოძველებული „მალიუტკა“ მართვადი რაკეტა ჩანაცვლებულია 9M113 „კორნეტ“ ტიპის ლაზერული დამიზნების მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტით. „კორნეტის“ გამშვების ადგილას ასევე შესაძლებელია 9K38 „იგლა“ ტიპის მოკლე მანძილის საზენიტო რაკეტის დაყენებაც. შეცვლილია სამიზნეებიც, ქსმ-ზე აყენია 1K13-2 ტიპის თანამედროვე ოპტიკა, რომელსაც თერმული და ღამის ხედვის რეჟიმიც აქვს, ასევე უყენია მანძილმზომი და ბალისტიკური კალკულატორი. მიუხედავად ასეთი ღრმა მოდერნიზაციისა, ამ ქსმ-მ არ გამოიწვია დაინტერესება მსოფლიო ბაზარზე.
  • BTZ-3 — დაჯავშნული საწვავის გამწე, შეიქმნა ჩეჩნეთის ომში მიღებული გამოცდილების შედეგად, შეუძლია 3000 ლიტრი საწვავის და 100 ლიტრი ძრავის ზეთის გადატანა, ერთი მოდელი გამოიყენებოდა ჩეჩნეთის მეორე ომში.
  • RM-G - სარემონტო საბრძოლო მანქანად გადაკეთებული ბმპ-1, შეიარაღებაში შედის KU-3 ტიპის კრანი, ასევე შესაძლებელია 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევის დაყენება, თავდაცვის მიზნით.
  • LPM-1, LMP-2, Taiga, ATM - ბეემპე-1 ქსმ-ს სამოქალაქო ვერსიები, გამოიყენება რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, სახანძრო თუ საევაკუაციო როლებში.
  • BMP-2+ - ბმპ-1-ის ღრმა მოდერნიზაცია, 73 მილიმეტრიანი ქვემეხით შეიარაღებული კოშკურა ჩანაცვლებულია ახალი, BM1 ტიპის კოშკურით, რომლის შეიარაღებაშიც 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი, 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი და UDAR-M ტიპის ტანკ-საწინააღმდეგო მართვადი რაკეტა შედის, კოშკურა უკრაინული "შკვალ" მოდულის მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს. შეცვლილი შეიარაღების გარდა, ქსმ-ზე დაყენებულია ახალი NATO-ს სტანდარტის კომუნიკაციის და ნავიგაციის ეკიპირება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • WZ-501 - ჩინეთის სახალხო რეპუბლიკამ 1975 წელს ეგვიპტისგან შეიძინა საბჭოთა წარმოების BMP-1, მისი შესწავლის შემდეგ დაიწყო ქსმ-ს წარმოება ჩინეთში მინიმალური ცვლილებებით (ერთადერთი რეალური განსხვავება წონაშია, ჩინური ვარიანტი 200 კილოგრამით მსუბუქია), ჩინელმა ინჟინრებმა მოახერხეს როგორც ძრავის და სავალი ნაწილის, ასევე შეიარაღების კოპირება. NATO-მ ამ ქსმ-ს მიანიჭა აღნიშვნა Type 86 (მოდელი 86), თუმცა ჩინეთში იგი ცნობილია როგორც WZ-501. აღსანიშნია რომ ზოგიერთ ჩინურ სატანკო და მექანიზირებულ დანაყოფებში ხდებოდა ქსმ-ების თვითნებური მოდიფიცირება, მაგალითისთვის ქსმ-ს ძარაზე ნაღმმტყორცნის ან საზენიტო ქვემეხის დაყენება.
  • WZ-501A - მოდერნიზებული მოდელი, კოშკურა შეცვლილია ახალი მოდელით, რომლის შეიარაღებაშიც 25 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი, 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი და ჩინური წარმოების HJ-73 მართვადი ტანკ-საწინააღდეგო რაკეტა შედის. შეცვლილია ძრავიც, რომელიც 6V150F ტიპის დიზელის ძრავით ჩაანაცვლეს, რომელიც 400 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ქსმ-ს უფრო სწრაფს ხდის. NATO-ს დოკუმენტებში ეს მოდელი ცნობილია როგორც Type 86-1
  • WZ-501B - 25 მილიმეტრიანი ქვემეხხი ჩანაცვლებულია ჩინური 30 მილიმეტრიანი ქვემეხით, ასევე დამატებულია კვამლის ყუმბარების სატყორცნი მორტირები, NATO-ს აღნიშვნა - Type 86A (ზოგიერთ წყაროში Type 86G)
  • WZ-501C - სპეციალური ვერსია ჩინეთის სახალხო საზღვაო ძალების ქვეითთა კორპუსისთვის, ქსმ-ს ჩაუტარდა მოდიფიკაციები რათა გაუმჯობესებულიყო მისი ცურვის შესაძლებლობები, კერძოდ ჩინელმა სამხედრო ინჟინრებმა გაზარდეს სიმაღლეში ქსმ-ს კორპუსი, მოხდა ძრავის და გამონაბოლქვის სისტემის მოდიფიკაციაც, ასევე ქსმ-ზე შესაძლებელია დამატებითი მცირე სიძლიერის ძრავების დაყენებაც, რომლებიც მას უკეთ ცურვაში ეხმარება. ქსმ-ს ეს მოდელი შეიარაღებულია ძველი, 73 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი კოშკურით. NATO-ს აღნიშვნა - Type 86B
  • WZ-502 - 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი მოდელი. ამ შემთხვევაში შეიარაღება და სადესანტო განყოფილება გაუქმებულია
  • WZ-503 - ჯავშანტრანსპორტიორის როლში გადაკეთებული ქსმ, კოშკურის გაუქმების ხარჯზე გაზრდილია სადესანტო განყოფილება (ასეთ ქსმ-ს 13 სამხედროს დატევა შეეძლო), ქსმ-ს შეიარაღებაში ერთი 12.7 მილიმეტრიანი მძიმე ტყვიამფრქვევი შედის. ასეთი მოდელები ჩინეთის სახალხო არმიამ არ მიიღო შეიარაღებაში
  • WZ-505 - სამედიცინო-საევაკუიაციო მანქანად გადაკეთებლი ქსმ, მოხსნილია შეიარაღება და გადაკეთებულია სადესანტო ნაწილიც. ასეთი მოდელის შეიარაღებაში ერთი 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამრქვევი შედის
  • NFV-1 - ერთობლივი ამერიკული და ჩინური პროექტი საექსპორტო ქვეითთა საბრძოლო მანქანის, ამ მოდერნიზაციაში ქსმ-ს კოშკურა ჩანაცვლებულია ახალი მოდელით, რომლის შეიარაღებაშიც ამერიკული წარმოების 25 მილიმეტრიანი M242 ტიპის ქვემეხი და ასევე ამერიკული წარმოების M240C ტიპის ტყვიამფრქვევი შედის, საბრძლო ჭურვების მარაგი 25 მილიმეტრიანი ქვემეხისთვის 344 ჭურვია ხოლო ტყვიამფრქვევისთვის კი 2300 ვაზნა. ქსმ-ზე ასევე აყენია ამერიკული М36Е3 დღე-ღამის სამიზნე, შეცვლილია კომუნიკაციის და ნავიგაციის ეკიპირებაც, ამ მოდიფიკაციებმა საგრძნობლად გაზარდა ქსმ-ს წონა 13.7 ტონამდე. NFV-1-მა განვითარება ვერ ნახა აშშ-ჩინეთის გაუარესებული ურთიერთობების გამო 1980-იანი წლების ბოლოს, ქსმ-ს პროტოტიპის ფაზას ვერ გასცდა.
  • BVP-1 - ჩეხოსლოვაკიაში BMP-1 ტიპის ქსმ იწარმოებოდა საბჭოთა კავშირისგან მიღებული ლიცენზიით 1970-იანი წლების დასაწყისიდან, BVP-1 წარმოადგენს პირველი მოდელის ბეემპეს ზუსტ ასლს, შედარებით გვიან წარმოებულ მოდელებში დამატებულია კვამლის ყუმბარების სატყორცნი მორტირები და ოდნავ შეცვლილი გვერდითა ჯავშნის კალთები.
  • BVP-1K - სამეთაურო მოდელი დამატებითი კომუნიკაციის სისტემებით
  • BPzV - დაზვერვისთვის განკუთვნილი ქსმ, რომელიც შეიქმნა BVP-1-ის ბაზაზე, აღჭურვილია PSNR-5K ტიპის სახმელეთო დაზვერვის რადარით და NNP-21 ტიპის დაკვირვების ხელსაწყოთი, ასევე დამატებულია კვამლის ყუმბარების სატყორცნი მორტირები. ქსმ-ს ეკიპაჟი გაზრდილია 3 სამხედროდან 5-მდე.
  • Vz.85 - 120 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი BVP-1-ის ბაზაზე, 1982 წლის მოდელის ასეთ ავტომატურ ნაღმმტყორცნს 5 წუთში 40-მდე გასროლის გაკეთება შეუძლია ავტომატურ რეჟიმში მუშაობის დროს, საბრძოლო მარაგი საერთო ჯამში 121 ნაღმია. გარდა ამისა, საბრძოლო მანქანის შეიარაღებაში 9M113 "კონკურს" ტიპის მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა და 12.7 მილიმეტრიანი მძიმე ტყვიამრქვევი NSVT შედის
  • AMB-S - BVP-1-ის ბაზაზე შექმნილი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა
  • VPV - სარემენტო-საევაკუაციო საბრძოლო მანქანა, როგორც საბჭოთა BREM-ის შემთხვევაში მისი ძირითადი როლი ბრძოლის ველზე BVM ტიპის ქსმ-ების მომსახურება იყო. საბრძოლო მანქანის ეკიპირებაში საინჟინრო საშუალებები, მათ შორის 5 ტონიანი ამწე შედის. თავდაცვისთვის VPV ერთი 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამრქვევით არის აღჭურვილი
  • SVO - სპეციალური საინჟინრო ვარიანტი, რომელიც ბრძოლის ველის ნაღმებისგან გაწმენდისათვის გამოიყენება. საბრძოლო მანქანას მოხსნილი აქვს ყველა სახის შეიარაღება და აღჭურვილია სპეციალური საინჟინრო დანიშნულების სარაკეტო გამშვებით, რომელიც 24x245 მილიმეტრიან Cv-OŠ-SVO FAE ტიპის რაკეტებს ისვრის, თითო რაკეტის წონა 41 კილოგრამია, სროლის მანძილი კი დაახლოებით 500 მეტრი, საბრძოლო მანქანა სულ 24 ასეთი რაკეტით არის აღჭურვილი, ზალპის დრო კი 64 წამია. SVO-ს წონა სტანდარტულ ქსმ-სთან შედარებით 300 კილოგრამით არის გაზრდილი
  • OT-90 - ჯავშანტრანსპორტიორად გადაკეთებული BVP-1. ამ შემთხვევაში ქსმ-ს სტანდარტული კოშკურა ჩანაცვლებულია კოშკურით OT-64 ტიპის ჯტრ-იდან, ასეთი კოშკურის შეიარაღებაში 14.5 მილიმეტრიანი KPVT ტიპის მძიმე ტყვიამრქვევი და 7.62 მილიმეტრიანი ზოგადი დანიშნულების ტყვიამფრქვევი შედის
  • DP-90 - სპეციალიზებული ვერსია, რომელიც გამოიყენება არტილერიის ცეცხლის კორექტირებისთვის, შეიარაღება ჩანაცვლებულია დაკვირვების ხელსაწყოთი
  • MU-90 - საინჟინრო ვერსია, რომელიც გამოიყენება საბრძოლო ველის დასანაღმად. საინჟინრო მანქანას არ გააჩნია კოშკურა, იგი აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით რომელიც მიწის მონაკვეთს PT Mi-U ტიპის ტანკ-საწინააღმდეგო ნაღმების ნაღმავს.

ჩეხეთის რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • BVP-1MA - BVP-1-ის მოდერნიზაცია, სტანდარტული 73 მილიმეტრიანი ქვემეხით შეიარაღებული კოშკურა ჩანაცვლებულია გერმანული წარმოების Kuka E8 ტიპის ერთ-კაციანი კოშკურით, რომლის შეიარაღებაშიც 30 მილიმეტრიანი Mk 44 ტიპის ავტომატური ქვემეხი შედის, ასევე დამატებულია კვამლის ყუმბარების სატყორცნი მორტირები.
  • BVP-1PPK - ჩეხური წარმოების დაზვერვის მანქანა BVP-1-ის ბაზაზე. გამოიყენება არტილერიისთვის სამიზნეების აღმოჩენისა და ცეცხლის კორექტირებისთვის, აღჭურვილია BR 2140 ტიპის სახმელეთო რადარით, ლაზერული მანძილმზომით, თერმული და ღამის ხედვის დაკვირვების კამერებით, ასევე GPS ნავიგაციის სისტემით. ჩეხეთის არმიის შეიარაღებაშია 1997 წლიდან
  • OTR-5 - სამეთაურო ვარიანტი, აღჭურვილია 12.7 მილიმეტრიანი ტყვიამრქვევით თავდაცვისთვის.
  • BVP-1 - უსახელო მოდერნიზაცია რომელზეც ბელორუსმა და სლოვაკეთმა ერთობლივად იმუშავეს, კოშკურა ჩანაცვლებულია 2A42 "კობრა" ტიპის კოშკურით, რომლის შეიარაღებაშიც 30 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი და 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამრქვევი შედის. ქსმ-ს ჯავშანი გაძლიერებულია რეაქტიული ჯავშნის კუბიკებით.
  • OT-90M - OT-90-ის სლოვაკური მოდერნიზაცია, შეცვლილია კოშკურის დიზაინი და დამატებულია 9M135M1 ტიპის მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტის გამშვები
  1. БОЕВЫЕ МАШИНЫ ПЕХОТЫ (БМП) И СПЕЦИАЛЬНЫЕ МАШИНЫ НА ИХ БАЗЕ Russian. militaryparitet.com. ციტირების თარიღი: 13 December 2009.
  2. Война Судного Дня დაარქივებული 2007-12-09 საიტზე Wayback Machine. . Oldi.nnm.ru. Retrieved 20 September 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Malyshev S. (2002). Tanks in Russia. Boyevaya Mashina Pekhoty BMP-1 (1964–2000). Russian Motor Books. 5-09-873406-4. 
  4. Stayanoff, Russ. (2008-02-03) Castro in Africa: Cuba's Operation Carlotta, 1975. Military History Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 16, 2018. ციტირების თარიღი: 2018-08-18.
  5. Hamann, Hilton [2003] (2007). Days of the Generals. Cape Town: Struik Publishers, გვ. 94. ISBN 978-1868723409. 
  6. 6.0 6.1 JED The Military Equipment Directory
  7. "Czołgi Świata" (World's Tanks or Tanks Of The World) magazine issue 18
  8. BMP-1. Militarium.net 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2007.
  9. Microsoft Word - Arms Control-Azerbaijan-NK-Armenia-v3a.doc. (PDF) . Retrieved 20 September 2011.
  10. Операция „Меч“, война в Абхазии დაარქივებული 31 May 2008 საიტზე Wayback Machine.
  11. Бронетанковый скандал დაარქივებული 13 February 2009 საიტზე Wayback Machine. . Vpk-news.ru. Retrieved 20 September 2011.
  12. Участие Черноморского флота в разрешении конфронтации Грузии и Абхазии. Alerozin.narod.ru. Retrieved 20 September 2011.
  13. Хроника войны. Отрывок из "белой книги Абхазии", 1992–1993 დაარქივებული 11 February 2009 საიტზე Wayback Machine.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Tanks of August. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 12 September 2018.
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2019-09-14.
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-12. ციტირების თარიღი: 2019-09-14.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-12. ციტირების თარიღი: 2019-09-14.
  18. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-13. ციტირების თარიღი: 2019-09-14.
  19. https://x-true.info/73485-ukrainskaja-bmp-1u-na-vojne-v-juzhnoj-osetii.html
  20. https://warisboring.com/airborne-fighting-vehicles-rolled-through-hell-in-eastern-ukraine/
  21. https://www.osce.org/special-monitoring-mission-to-ukraine/404939
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-20. ციტირების თარიღი: 2019-09-14.
  23. https://www.oryxspioenkop.com/2020/09/the-fight-for-nagorno-karabakh.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BMP-1&oldid=4717477“-დან