ხონსუ
ხონსუ იეროგლიფებში | |||||
|
ხონსუ, ხონსი (ეგვ. „მოარული“) — ეგვიპტელთა მთვარის ღმერთი, სამების მესამე წევრი.: მამა — ამონი, დედა — მუტი, შვილი ხონსი. ესაა ქალაქ თებეს დიდი სამება, განსაკუთრებით დიდი თაყვანისცემის საგანი იყო რამზეს III-ს დროს (მე-20 დინასტია).
ხელოვნებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხატავდნენ და აქანდაკებდნენ ზეზე მდგარი მამაკაცის სახით, შუბლზე მთვარის დისკო ჰქონდა. ამონის-ძე სხვა ღმერთბეშიც გათქვიფეს (ჰოროსი, თოთი, შუ), როგორც ღმერთთა შემწე და მრჩეველი, ბოროტების მტერი. მისი დიდი ტაძარი კარნაკში (ძვე. წ. აღ-ით 1290 წ.). ჩინებულად გადაურჩა საუკუნეთა ქარტეხილს, და თუმცა, სიდიდით იმდენად არ გამოირჩევა (52 მეტრი სიგრძის დარბაზი), შესანიშნავია მისი „სხივოსანი არქიტექტურა, კედლებისა და სვეტების რელიეფური სამკაულები, ქანდაკებათა რიგის ძალა და ღირსება“.
წარმოდგენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუმერულ მითოლოგიაში ენლილისა და ნინლილის ძე ნანარი, შუქის ღმერთი, ციურ საძოვრებზე დადის, თანავარსკვლავედები დაჰყვებიან როგორც საძოვარზე გაშვებული ხატები, წვრილი ვარსკვლავები კი ტატნობზე მიმოფანტული მარცვლებია. ეს წარმოდგენები საფუძვლად უდევს შუმერ-აქადური კოსმოგონიის საოცარი კალენდრისა და ზოდიაქოს უძველეს ნიმუშებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხონსუ“ ვიკისაწყობში.