წიგნი
წიგნი — ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე. ი. არანაკლებ 48 გვერდისა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე. ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
წიგნი საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა „სახარება“, „დავითნი“, „სამოციქულო“ და „ვეფხისტყაოსანი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცენტრი წიგნის ისტორიისათვის დაარქივებული 2008-06-24 საიტზე Wayback Machine.
- მანუსკრიპტები, წიგნები და რუკები: ბეჭდური სამყარო და ცვალებადი მსოფლიო დაარქივებული 2012-07-02 საიტზე Wayback Machine.
- Society for the History of Authorship, Reading and Publishing
- Old Books, How to find information on publication history and value (1998) Smithsonian Institution Libraries