ჩვეულებრივი შინდი
იერსახე
ჩვეულებრივი შინდი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი შინდი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cornus mas | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 79914024 | ||||||||||||||
|
ჩვეულებრივი შინდი (ლათ. Cornus mas) — მცენარე შინდისებრთა ოჯახისა. საქართველოს ჭალისა და ვაკის ტყეების, მთებისწინა კალთების, განსაკუთრებით მუხნარებისა და რცხილნარების, დამახასიათებელი მცენარეა. ქვეტყეს ქმნის.
ჩვეულებრივ 3-5 მეტრის სიმაღლის ბუჩქია, თავისუფალ ადგილას პატარა, 5-7 მეტრის სიმაღლის ხედ იზრდება. ნაყოფი მრავალნაირი აქვს - ტკბილი, მჟავე, წითელი, იშვიათად ყვითელი. მოყვითალო ფერის შინდს ოქროშინდას ეძახიან. ველურ ჯიშთა შორის გამოყოფილია რამდენიმე სახესხვაობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ. 324, თბ., 1957