ქვინზი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Queens_Highlight_New_York_City_Map_Julius_Schorzman.png/300px-Queens_Highlight_New_York_City_Map_Julius_Schorzman.png)
ქვინზი (ინგლ. Queens) — ნიუ-იორკის ხუთი ბოროუდან ერთ-ერთი. არის ფართობით უდიდესი და მოსახლეობით მეორე ბოროუ ქალაქ ნიუ-იორკში. აქ მდებარეობს ნიუ-იორკის ორი მთავარი აეროპორტი (ჯონ კენედისა და ლაგუარდიას), ნიუ-იორკ მეტსი (ბეისბოლის გუნდი), ეროვნული ჩოგბურთის ცენტრი, სილვერკაპ სტუდიო და ფლაშინგ მიდოუს კორონა პარკი.
ქვინზი აშშ-ში ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია. 2005 წლისთვის მის მცხოვრებთა 47,6%-ს იმიგრანტები წარმოადგენდენ. ვარაუდობენ, რომ 2010 წლისთვის მისი მოსახლეობის უმრავლესობა უცხოეთში იქნება დაბადებული. ~2,4 მილიონი მცხოვრებით ის ნიუ-იორკში მეორე და აშშ-ში მეათე ყველაზე დასახლებული ქაუნთია.
ქვინზი 1683 წელს შეიქმნა, როგორც ნიუ-იორკის 12 ქაუნთიდან ერთ-ერთი და სახელი ჩარლზ II-ის მეუღლის, დედოფალ კატარინა ბრაგანსას პატივსაცემად ჰქვია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქვინზი“ ვიკისაწყობში.
Queens, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე