უ ვანი
იერსახე
უ ვანი | |
---|---|
周武王 | |
ჩინეთის ჯოუს დინასტიის მეფე | |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 1025 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 1025 |
დინასტია: | ჯოუს დინასტია |
უ ვანი (დ. უცნობია — გ. ძვ. წ. 1025) — ჩინეთის დინასტიის ჯოუს დამაარსებელი. ჯოუს ტომის ბელადის ვენ ვანის ვაჟიშვილი. ძვ. წ. 1027 წელს უ ვანმა მუესთან ბრძოლაში დაამარცხა ინის სამეფოს ჯარი, გააერთიანა ჩრდილოეთ ჩინეთის მრავალრიცხოვანი ტომები და ხალხები და ჯოუს სახელმწიფოს უმაღლესი გამგებელი გახდა. დაპყრობილი მიწების დიდი ნაწილი უ ვანმა ნათესავებსა და ახლობლებს საუფლისწულო მამულებად დაურიგა. ჩინეთის კონფუციურ ისტორიოგრაფიაში უ ვანი ბრძენ და კეთილისმოქმედ გამგებლად ითვლება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 106.