უტრეხტი
იერსახე
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
უტრეხტი Utrecht | |||||
ქალაქის საკათედრო ტაძარი | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
კოორდინატები | 52°04′59″ ჩ. გ. 5°06′00″ ა. გ. / 52.08306° ჩ. გ. 5.10000° ა. გ. | ||||
მაიორი | Sharon Dijksma | ||||
ფართობი | 99.32 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 307 081 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 3 068 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 030 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3450–3455, 3546 და 3500–3585 | ||||
ოფიციალური საიტი | utrecht.nl | ||||
უტრეხტი (ნიდერლ. Utrecht) — ქალაქი ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციის დედაქალაქი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 307 081 ადამიანს შეადგენდა და სიდიდით მე-4 ქალაქია ნიდერლანდებში.
უტრეხტი VIII საუკუნიდან მოყოლებული ნიდერლანდების რელიგიური ცენტრი იყო. ამჟამად უტრეხტის ეპისკოპოსი ყველაზე მნიშვნელოვანი კათოლიკური ლიდერია ნიდერლანდებში.
ქალაქის ძველი, ცენტრალური ნაწილი ადრეული შუა საუკუნეების მრავალ ნაგებობას მოიცავს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უტრეხტი ჩრდილოეთ ნიდერლანდების ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სანამ ამსტერდამი ქვეყნის ურბანული და კულტურული ცენტრი გახდებოდა.
ქალაქში მდებარეობს ნიდერლანდებში ყველაზე დიდი, უტრეხტის უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-02-04 საიტზე Wayback Machine.
- Official website of the city დაარქივებული 2011-06-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Mobile website of the city დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
- CU 2030, redevelopment of the Utrecht Central railroad station area
- City map
- Map of the whole province, about equal detail as the map above