ტაჰანი
იერსახე
ტაჰანი | |
---|---|
კოორდინატები: 4°37′57″ ჩ. გ. 102°14′03″ ა. გ. / 4.63250° ჩ. გ. 102.23417° ა. გ. | |
ქვეყანა | მალაიზია |
სიმაღლე | 2187 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 2140 მ |
ქედი | ტაჰანის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
ტაჰანი (მალ. Gunung Tahan) — მთა მალაიზიაში, ტაჰანის ქედზე. ნახევარკუნძულოვანი მალაიზიის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2187 მ.[1] მოქცეულია ტამან-ნეგარის ეროვნულ ტყეში, პაჰანგის შტატში. მალაიზიურად „Gunung“ ნიშნავს მთავს, ხოლო „Tahan“ ამტანს, გამძლეს. სახელი მიანიშნებს მისი დალაშქრისთვის საჭირო ფიზიკურ გამძლეობაზე. ტაჰანის მარშრუტი მალაიზიაში ყველაზე რთულ მარშრუტად მიიჩნევა. ღამით მთის წვერზე შეიძლება ყინვაც დაიჭიროს. დეკემბერსა და იანვარში ტემპერატურა უდრის 4–18°C-ს.