შინაარსზე გადასვლა

სერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერვალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
ქვეოჯახი:  მცირე კატები
გვარი:  სერვალები
სახეობა:  სერვალი
ლათინური სახელი
Felis serval ან Leptailurus serval
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 11638
გავრცელება

სერვალი (Felis serval ან Leptailurus serval) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა

სერვალი — გრძელკიდურებიანი საშუალო ზომის კატაა. სხეულის სიგრძეა 90 – 135 სმ. სიმაღლე მხრებთან 40 – 65 სმ. წონა 8 – 18 კგ. სერვალს ყველაზე დიდი ყურები და ფეხები აქვს (სხეულთან შედარებით) კატისებრთა შორის. თავი მინიატურული აქვს. კუდი შედარებით მოკლე 30 – 45 სმ. მორფოლოგიური თავისებურებების გამო, სერვალი ახლო ნათესაურ კავშირშია ფოცხვერთან და კარაკალთან (ველის ფოცხვერი). თუმცაღა გარეგნული შეფერილობით გვაგონებს გეპარდს, მუქი ლაქები და ზოლები მოყვითალო–მონაცრისფო ფონზე. ნიკაპი, ყელი და მუცელი თეთრი აქვს. ყურები გარეთა მხრიდან შავი აქვს, ყვითელი ან თეთრი ლაქებით.

არსებობს განსხვავება შეფერილობაში გეოგრაფიული რასების მიხედვით. სერვალი რომელიც ბინადრობს, სტეპში და მცირე ტყიან რაიონში, გამოირჩევიან მსხვილი ლაქებით ნათელ ფონზე. ტყის სერვალები მუქი ფერის არიან, ლაქები მცირე ზომის აქვთ.

კენიის მთიან რეგიონში გვხვდებიან შავი სერვალები. თეთრი სერვალები მოვერცხლისფრო–ნაცსრისფერი ლაქებით თავისუფლებაშეზღუდულ ეგზემპლარებში გვხვდებიან.

გავრცელების არე და ქვესახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერვალი პრაქტიკულად აფრიკის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული, საჰარის , ეკვატორიალური ტყეების და მატერიკის უკიდურეს სამხრეთის გამოკლებით. საჰარის ჩრდილოეთით ( ალჟირი, მაროკო ) ეს ცხოველი იშვიათია, მაგრამ აღმოსავლეთით და დასვეთით ჯერჯერობით ისევ გვხვდება.

სერვალის 14 ქვესახეა:

ცხოვრების წესი და კვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერვალის ტანზანიაში

სერვალები ბინადრობენ ღია და მინდვრიან მიდამოებში, როგორც წესი, წყალთან ახლოს. ისინი გაურბიან უდაბურ და მშრალ ადგილებს, ასევე ტენიან, ტროპიკულ ტყეებს. სერვალი აქტიურია დილის 4 – 5 და საღამოს 10 – 11 საათებში. მის ნადავლს ძირითადად წარმოადგენს მღრღნელები, კურდღლები, დამანები და მცირე ანტილოპები, ასევე ფრინველები. გრძელი ფეხების და მიუხედავად, სერვალს არ შეუძლია დიდი ხნით ნადავლის დევნა. მისი ნადირობის სტილი წააგავს კიდევ ერთი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლის კარაკალის ნადირობის სტილს. სერვალი ნადირობს ჩუმად, მიპარვით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ვერტიკალურად 3 მეტრზე ახტომა (მაგ., ფრინველებზე ნადირობიბსას). შეუძლიათ ცურვა. სერვალი წარმატებული მონადირეა, საშუალოდ 59% ნადირობისა მიზნის მიღწევით მთავრდება. სერვალი მარტოხელა ცხოველია. ხიფათის შემთხვევაში მიმალვას ამჯობინებენ. სერვალებს შორის კონფლიქტი იშვიათია.

სერვალების გამრავლება წელიწადის დროებთან კავშირში არ არის. თუმცაღა მათი გავრცელების არეალის სამხრეთით კნუტები თებერვალში და აპრილში იბადებიან. შეწყვილების წინა პერიოდს მდედრი და მამრი ერთად ატარებს, ერთად ნადირობენ, ერთად ისვენებენ. მაკეოობის პერიოდი 65 – 75 დღე გრძელდება. კნუტები იბადებიან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში ან მინდორში ბუდეებში. საშუალოდ 2 – 3 კნუტს შობს. დედა მათ რძით 5 – 7 თვის განმავლობაში კვებავს. 1 წლის ასაკში ისინი ტოვებენ დედას და თავიანთ საცხოვრებელ ტერიტორიებს პოულობენ. ახალგაზდა მდედრები უფრო დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან დედებთან ვიდრე ახალგაზდა მამრები. სქესობრივად მომწიფებული სერვალი 18 – 24 თვის ასაკში ითვლება.

პოპულაციის სტატუსი და დაცვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერვალი წარმოების ობიექტად ითვლება, იმდენად, რამდენადაც მის ტყავს ბეწვეულის დასამზადებლად იყენებენ. ის ასევე აფრიკის ზოგიერთ რაიონში ფასდება ხორცის გამო. სერვალს ასევე ანადგურებენ შინაურ ფრინველებზე თავდასხმის გამო, ამიტომაც, აფრიკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, სერვალის რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა. ჩრდილოეთით სერვალის ქვესახე შეყვანილია წითელ წიგნში სტატუსით «ემუქრებათ გადაშენება» (Endangered). სერვალის მოშინაურება ადვილია, მათი შენახვა შეიძლება სახლის პირობებში. მამრ სერვალს შეუძლია შეჯვარდეს შინაურ კატასთან, რის შედეგადაჩ იბადებიან ჰიბრიდები. ცნობილია ასევე სერვალის ჰიბრიდი კარაკალთან – სერვიკალები და კარავალები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]