შინაარსზე გადასვლა

როლანდ ემერიხი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როლანდ ემერიხი

ემერიხი 2013 წელს
დაბადების სახელი როლანდ ემერიხი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1955 (1955-11-10) (69 წლის)
შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია
რეზიდენცია
ეროვნება გერმანელი
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 1979-დღემდე

როლანდ ემერიხი (გერმ. Roland Emmerich); დ. 10 ნოემბერი, 1955) — გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ფილმების უმრავლესობა გადაღებულია ჰოლივუდში ინგლისურ ენაზე. ემერიხის ფილმების საერთო შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო აშშ-ში 1 მილიარდს აღწევს.[1]

ემერიხი დაიბადა შტუდგარტში, დასავლეთ გერმანიაში. 1977 წელს ჩაირიცხა მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში. პირველი ფილმი „The Noah's Ark Principle“ გადაიღო 1984 წელს, რომელიც ნაჩვენები იქნა ბერლინის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2] 1985 წელს, თავის დასთან ერთად დააფუძნა კინოკომაპანია Centropolis Entertainment.

მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის სატურნი საუკეთესო რეჟისორისთვის. არის გეი და ლგბტ თემის უფლებების აქტივისტი.[3] 2017 წელს დაქორწინდა ომარ დე სოტოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როლანდ ემერიხი

  1. Roland Emmerich. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2017.
  2. Hilary Whiteman (10 მარტი, 2008). „Roland Emmerich: Making it big“. CNN. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Couch, Aaron (June 25, 2013). „Roland Emmerich: Independence Day 2 to Feature Gay Character“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)