შინაარსზე გადასვლა

რეინჯერ 4

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინჯერ 4

რეინჯერ 4აშშ-ის რეინჯერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ავტომატური კოსმოსური სადგური, რომლის დედამიწიდან გაშვებაც მოხდა 1962 წლის 23 აპრილს. იგი ჩაფიქრებული იყო მთვარის ზედაპირის ფოტოების გამოსაგზავნად დედამიწაზე. აპარატი არაფრით განსხვავდებოდა მისი წინამორბედის — რეინჯერ 3-სგან. რეინჯერ 4-ს თან ჰქონდა 42,6 კგ წონის მქონე კაფსულა, რომელიც შეიცავდა გამა-სპექტომეტს და მაგნიტურ სეისმომეტრს, რომელიც, როგორც იგეგმებოდა, უნდა ჩაეგდოთ ქარიშხლების ოკანეში მთვარეზე და ეწარმოებინათ დაკვირვება ერთი თვის განმავლობაში.

ხომალდის გაშვება წარუმატებელი აღმოჩნდა: მწყობრიდან გამოსული საბორტო კომპიუტერი ვეღარ ამუშავებდა დედამიწიდან გაგზავნილ ბრძანებებს, რამაც 1962 წლის 26 აპრილს რეინჯერ 4-ის მთვარის მეორე მხარეზე ჩამოვარდნა გამოიწვია სამეცნიერო მონაცემების გამოუგზავნელად. ფრენის საერთო ხანგრძლივობამ 63 საათი და 57 წუთი შეადგინა. ეს იყო პირველი ამერიკული აპარატი, რომელმაც სხვა ციურ სხეულამდე მიაღწია.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Space Science Data Center - Ranger 4, NSSDC ID: 1962-012A. National Air and Space Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.02.2013. ციტირების თარიღი: 19.07.2012.