პრინტერი
იერსახე
პრინტერი — მოწყობილობა, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭვირვალე ფირზე, ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს. ისინი განსხვავდებიან წარმოებით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით, მოქმედების პრინციპით.
პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვა. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.
გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად:
- კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.
- რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1–0,3 მმ).
ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: