პაითონი (პროგრამირების ენა)
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პაითონი (პროგრამირების ენა)}} |
ფაილის გაფართოებები | .py, .pyw, .pyc, .pyo, .pyd |
---|---|
გამოქვეყნების თარიღი | 1991 |
დამფუძნელი | გუიდო ვან როსუმი |
შემქმნელი | Python Software Foundation |
ბოლო ვერსია | 3.12.2 |
პარადიგმა | ობიექტებზე-ორიენტირებული, ბრძანებითი, ფუნქციური |
ტიპების მინიჭება | ძლიერი, დინამიური |
ენების გავლენით | ABC, C, Icon, Modula-3, Perl, Smalltalk, Tcl, ALGOL 68, Haskell, Lisp, Java |
ენებზე ზეგავლენა | Ruby, Boo, Groovy, Cobra, D, Dao |
მთავარი შექმნილი ვერსიები | CPython, Jython, IronPython, PyPy |
დიალექტები | Stackless Python, RPython |
ოპერაციული სისტემა | კროსპლატფორმული |
ლიცენზია | Python Software Foundation License |
საიტი | http://www.python.org |
პაითონი წარმოადგენს მაღალი დონის პროგრამირების დინამიურ ენას შესაძლებლობათა ფართო სპექტრით, რომლის დიზაინი ყურადღებას ამახვილებს კოდის ადვილად წაკითხვადობაზე.პაითონის სტანდარტული ბიბლიოთეკა დიდია და ყოვლელმხრივი. ის იყენებს ძალზე იშვიათ გამომყოფებს ბლოკებისთვის – აბზაცებს.
პაითონი მულტიპარადიგმული ენაა და მოიცავს როგორც პროცედურული, იმპერატიული, ისე ფუნქციონალური პროგრამირების ელემენტებს. მას ხშირად ადარებენ ისეთ ენებს, როგორებიცაა Tcl, Perl, Ruby, Scheme და Java. პაითონის მახასიათებელთა შორის აღსანიშნავია:
- უაღრესად ცხადი, გასაგები და კითხვადი სინტაქსი
- ინტროსპექცია
- ობიექტ ორიენტირებული მიდგომის მულტიპარადიგმული დიზაინი
- სრული მოდულარულობა
- მონაცემთა უაღრესად მაღალი დონის ტიპირება
- მეტაპროგრამირება
- ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა
პაითონის ინტერპრეტატორი წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ამდენად, ეს ენა მულტიპლატფორმულია და პითონზე შექმნილი პროგრამების გაშვება შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე. როდესაც კონსოლ(ე)ში ვბეჭდავთ python somescript.py, ინტერპრეტატორი ასრულებს შემდეგ ოპერაციებს:
- ამოწმებს, არსებობს თუ არა somescript.pyc (ბაიტ-კომპილირებული კოდი) ან somescript.pyo (ოპტიმიზირებული კოდი) იმავე დირექტორიაში
- თუ ბაიტ-კომპილირებული კოდი არ არსებობს, ინტერპრეტატორი დინამიურად ქმნის მას და უშვებს პროგრამას
- თუ ბაიტ-კომპილირებული კოდი არსებობს, ინტერპრეტატორი ადარებს წყაროსა (somescript.py) და ამ ბაიტ-კოდის (somescript.pyc) მოდიფიკაციის დროს
- თუ წყარო უფრო ახალია, ე. ი. მოხდა მისი რედაქტირება კომპილაციის შემდეგ, ინტერპრეტატორი შლის არსებულ ბაიტ-კოდს და თავიდან ქმნის მას
- ინტერპრეტატორის ვირტუალური მანქანა ასრულებს ბაიტ-კოდს
პაითონის პროგრამების სისწრაფე აბსოლუტურად შესადარია ჯავაზე შექმნილი პროგრამების სისწრაფისა. ისევე, როგორც ჯავას, პითონს გააჩნია ე. წ. JIT-კომპილატორები. ამათგან, ყველაზე ხშირად ციტირდება psyco, JIT-კომპილატორი ინტელ-თავსებადი პროცესორებისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს პითონზე დაწერილი პროგრამების წარმადობას, არის ცხადი და გასაგები Python/C API. მეტიც, პაითონის სტანდარტული ბიბლიოთეკა მოიცავს ctypes, დაარქივებული 2006-11-09 საიტზე Wayback Machine. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი ფუნქციის გამოძახება C-ზე შექმნილი dll/so-დან.
მეხსიერების მართვა წარმოებს ავტომატურად, ე. წ. garbage collector-ის მეშვეობით, თუმცა, პაითონის კლასებს აქვთ დესტრუქტორი, რომლის გამოძახება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პროგრამირების სხვა, თანამედროვე ენების მსგავსად, შეცდომებზე რეაგირება ხდება პროგრამულად try-except-else-finally ბლოკის გამოყენებით.
ობიექტების გამოძახებადობა წარმოადგენს პაითონის ერთ-ერთ ძირითად კონცეფციას. პაითონის callable object მსგავსია ფუნქტორისა C++-ში. განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ფუნქცია, თუნდაც იგი მოიცემოდეს კლასის ფარგლებს გარეთ, მოდულში, წარმოადგენს არა მარტივ პროცედურას, არამედ სწორედ გამოძახებად ობიექტს. როგორც ყველა სხვა ობიექტს, მათაც გააჩნიათ საკუთარი ატრიბუტები, რომელთა გამოყენება ხშირადაა მიზანშეწონილი. მაგალითად, 'func_closure', 'func_code', 'func_defaults', 'func_dict', 'func_doc', 'func_globals', 'func_name'… სწორედ ეს განაპირობებს დინამიური ინტროსპექციის (ჯავაში — რეფლქსიის) უნარს და სიმარტივეს. ცხადია, პითონში შესაძლებელია ოპერატორების ხელახალი განსაზღვრა (operator overloading). აღსანიშნავია ისიც, რომ პაითონის მოდული ჩვეულებრივი ობიექტია, რომლის შექმნაც შესაძლებელია დინამიურად, ნებისმიერ დროს. პითონს გააჩნია როგორც სტატიკური, ისე კლასის მეთოდები. ამდენად, როდესაც მოიხსენიება ფუნქციები პითონში, ყოველთვის იგულისხმება გამოძახებადი ობიექტები. ეს უკანასკნელნი, შეიძლება, იყვნენ, ასევე, ე. წ. co-routine დაარქივებული 2006-11-09 საიტზე Wayback Machine. , რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია გენერატორების სახით.
ვებ-პროგრამირება დიდი ხანია, წარმოადგენს პაითონის გამოყენების ერთ-ერთ სფეროს, რომლის ნიმუშია, მაგ. google™. პაითონის მიერ უკანასკნელ ხანებში მიღწეული წარმატებები დაკავშირებულია ე. წ. Python Web Server Gateway Interface (wsgi) მიღებასთან. განსაკუთრებით მაღალი წარმადობის კარკასებს წარმოადგენენ
- Z დაარქივებული 2006-11-08 საიტზე Wayback Machine.
- Django
- TurboGears
თითოეულ მათგანს გააჩნია უპირატესი გამოყენების საკუთარი სფერო, ამასთან, ყოველი მათგანი wsgi-თავსებადია, ამდენად, ერთ პლატფორმაზე დაწერილი ვებ-აპლიკაციის გამოყენება პრინციპულად შესაძლებელია შესრულდეს მეორეზეც. პაითონის ვებ-აპლიკაციების საწარმოო განთავსება (production deployment) ხდება mod_python, fastcgi, scgi და twistd პლატფორმებზე. მათი wsgi-თავსებადობა უზრუნველყოფილია flup-ის მეშვეობით.
მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაცია ხორციელდება როგორც პირდაპირი ადაპტორების, აგრეთვე ობიექტ-რელაციური ამსახველების დახმარებით (ORM). sqlalchemy ამ უკანასკნელის ყველაზე მძლავრ და პოპულარულ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. პაითონი, ასევე, წარმატებით იყენებს ობიექტ ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებს, იხ. მაგ. ZODB დაარქივებული 2006-04-25 საიტზე Wayback Machine. .
ქსელური პროგრამირება პაითონის გამოყენების ფავორიტი სფეროა, რის მაგალითსაც წარმოადგენს ქსელური პროგრამირების პლატფორმა twistd, — ასინქრონული ვარიანტი და cherrypy დაარქივებული 2021-05-14 საიტზე Wayback Machine. — მულტიპროცესული (thread-based) ბიბლიოთეკა.
პაითონიკი — პითონზე პროგრამირების ერთადერთი სწორი სტილი, პაითონის, როგორც ენის per se, განუყოფელი ნაწილია. There is one and only one right way to do it, — როგორც ხუმრობით ამბობენ ხოლმე, პაითონის ძენის ძირითად მანტრას წარმოადგენს. პრაქტიკაში კი, ასეთი სტილის არსებობა პროექტის დიზაინისას რესურსებისა და დროის არსებით დაზოგვას იძლევა შედეგად.
კლონები, ანუ პაითონის ვერსიები არსებობენ როგორც ჯავას, ისე CLR-თვის. პირველი მათგანია ჯაითონი და მეორე — IronPython.
განსაკუთრებული ეფექტურობა პითონზე პროგრამირებისას მიიღწევა ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა მეტა-პროგრამირება, მეთოდების დეკორაცია, ლამბდა ოპერატორი, კონტრაქტები, განზოგადებული (a.k. generic) ფუნქციები და ა. შ.
setuptools & easy_install პითონზე შექმნილი პროგრამული პროდუქციის გავრცელებისა და მოპოვების უპირატეს მეთოდს წარმოადგენს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაითონის მთავარი გვერდი
- mysql ადაპტერი
- PostgreSQL ადაპტერი
- Oracle ადაპტერი დაარქივებული 2007-01-08 საიტზე Wayback Machine.
- odbc ადაპტერი
- try python
|