შინაარსზე გადასვლა

ორაგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორაგული

ჩრდილოეთის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
ლათინური სახელი
Salmo

ორაგული (ლათ. Salmo) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილო ნაწილის აუზის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, იშვიათად ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში; მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია ბუნებრივი არეალის მიღმა. ზურგის ფარფლში 17-ზე ნაკლები სხივი აქვთ. გამრავლების პერიოდში ღებულობენ ღია საქორწინო შეფერილობას. ტოფობენ მდინარეებში, ნაყოფიერება დაბალია. რიგი გამსვლელი ორაგული ქმნის სუფთა მტკნარწყლიან ფორმას. არსებობს სეზონური ფორმებიც.[1] აერთიანებს 50-მდე სახეობას, რომელთა შორის აღსანიშნავია: იშხანი, შავი ზღვის ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული, კუმჟა და სხვა.[2] საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია შავი ზღვის ორაგული, ცისარტყელა კალმახი, მდინარის კალმახი, ტბის კალმახი, რიპუსი, პელიადი, ლადოგური სიგი. ორაგული რეწვის, სპორტული თევზჭერისა და აკვაკულტურის მნიშვნელოვანი ობიექტია. ზოგიერთი სახეობის რაოდენობა მცირდება, ზოგიერთი დაცვის ქვეშაა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.

  1. Лососи || Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-22. ციტირების თარიღი: 2021-07-22.
  2. Fish Identification: Find Species