ნიფური
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ნიფური — შუმერული ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიფური მდებარეობდა თანამედროვე ქ. დივანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ახლანდელი ნიფერის ადგილას, ერაყის ტერიტორიაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიფური წარმოიშვა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში. წარმოადგენდა შუმერული პანთეონის უმაღლესი ღვთაების, ენლილის საკულტო ადგილს. ენლილის ტაძარ ექურთან („მთის სახლი“) არსებობდა საერთო შუმერული უმაღლესი სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულება (ედუბა - „ფირფიტების სახლი“), სადაც გაჩაღებული იყო ფართო ლიტერატურული საქმიანობა. ტაძართანვე იყო აღმართული შვიდსაფეხურიანი ზიქურათი, რომლის ზედა სართულიდან აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს. აქადის დინასტიის დროს (ძვ. წ. XXIV - ძვ. წ. XXIII სს.) ნიფურში ჩატარდა დიდი სარესტავრაციო სამუშაოები. ახალ შუმერულ ხანაში (ძვ. წ. XXII - XXI სს.) ნიფურზე გადიოდა მთავარი სახმელეთო და სამდინარო გზები, რაც ხელ უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ გაძლიერებას.
ძველბაბილონურ და კასიტურ ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) ნიფური ინარჩუნებდა ერთ-ერთი ცენტრალური საკულტო ქალაქის მნიშვნელობას. ამ დროს იგი შინაგანი ავტონომიით სარგებლობდა. ახალბაბილონურ და აქემენიდურ ხანაში (ძვ. წ. VII - IV სს.) ნიფური მსხვილი ეკონომიკური ცენტრი გახდა. აქ იყო „მარაშუს სახლი“, რომელიც მთავარ სავაჭრო-სააღებმიმცემო ცენტრს. მომდევნო საუკუნეებში ნიფური პატარა დაბის ტიპის დასახლებად იქცა.
არქეოლოგიური გათხრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წლიდან ნიფურის ადგილას გათხრებს აწარმოებდა აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც შეისწავლა ენლილისა და ქალღმერთ ნინლილის ტაძრების, ზიქურათის, ედუბასა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის შენობათა ნანგრევები, გამოავლინა სხვადასხვა ეპოქის 60 ათასი ლურსმული დოკუმენტი, მათემატიკური, იურიდიული, ისტორიული თუ წმინდა ხასიათის საბუთები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 450.