მაქცია
მაქცია | |
---|---|
გრავიურა მაქციის თავდასხმაზე, ლუკას კრანახი უფროსი, 1512 | |
რეგიონი: | ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა |
წარმოშობის ქვეყანა: | ინგლისი |
მსგავსი არსებები: | უცხო სულები, ვამპირი |
გამოსახულებები |
მაქცია — მითური არსება, მგლის სენით დაწყევლილი ადამიანი, რომელიც ყოველთვე, სავსე მთვარის ჟამს იღებს მგლის მსგავსი ცხოველის სახეს. ადამიანი მაქციად სხვა მაქციის კბენით, მაქციის სისხლის ორგანიზმში მოხვედრით ან გარკვეული წყევლის შედეგად იქცევა.
თავდაპირველად მაქცია დასავლეთ-ევროპული ფოლკლორის პერსონაჟი იყო, მაგრამ მსგავსი დამახასიათებელი ნიშნების არსებები თითქმის ყველა კულტურის მითოლოგიაში გვხვდება (მათ შორის დასავლეთ-ქართულ მითოლოგიაში, სადაც მოიხსენიებენ, როგორც „მგელკაცას“).
გადმოცემის მიხედვით, მაქციის წყევლისგან გათავისუფლება შეუძლებელია.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „მაქცია“ შუა საუკუნეებიდან (დაახ. XIV-XV) მოყოლებული გამოხატავდა მითურ, ტყიურ, საზარელ ურჩხულს. ხსენებული სიტყვა ძირითადა გხვდებოდა სვანურ და დანარჩენ დასავლურ ზეპირსიტყვიერებაში. სახელის ორი სავარაუდო წარმოშობა არსებობს. ერთი ვერსიით, „მაქცია“ მომდინარეობს ჩრდილოსვანური მოსახლეობის დიალექტური სიტყვიდან „მაგცი“ რომელიც მგელს ნიშნავს. მეორე ვერსიით, სიტყვა „მაქცია“ უკავშირდება ქცევას, გადაქცევას, გარდასახვას.
ხალხური გადმოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობდა რამდენიმე ქართული შუასაუკუნოვანი ლეგენდა ტყის საშინელ არსებებზე, მათ შორის: ალებზე, ჭინკებსა და ღამეულებზე. დასავლეთ საქართველოში ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს არსებაზე, რომლის ყმუილიც მხოლოდ სავსე მთვარის დროს ესმოდათ. გადმოცემის თანახმად, ეს უცნაური ცხოველი არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მგელი, რადგან ყმუილის ღამეს შინაურ პირუტყვსა და ცხვრებს ის არ ვნებდა. არსებობს გადმოცემები იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც სავსემთვარეობისას ტყეებში დასახიჩრებულ ადამიანებს ნახულობდნენ. საბჭოეთში ცდილობდნენ მიეჩქმალათ ეს ამბები, რადგან ათეიზმის პროპაგანდის გამო, სტალინი ცდილობდა ხალხს შიში არ ჰქონოდა და ამ შიშს ისინი ისევ ეკლესიისკენ არ მიებრუნებინა. ასეა თუ ისე ამ საბჭოთა მკვლელობებზე ინფორმაციები მხოლოდ მოყოლით შემორჩა, რადგან საბჭოთა პრესამ ამ თემას მკაცრი ცენზურა დაადო.
აღსანიშნავია რომ მსგავსი უცნაური მკვლელობები რომლებიც სავსე მთვარეს ემთხვეოდა მოსკოვის შორეულ გარეუბნებშიც ხდებოდა. თუმცა საბჭოეთი, რა თქმა უნდა, არც ამაზე წერდა.
ბევრი თანამედროვე მეცნიერი მთვარესთან დაკავშირებულ უცნაურ ყმუილს მგლების პერიოდული გააქტიურებით ხსნის, რომელიც მთვარის ფაზების გავლენით ხდებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ხალხს საუკუნეების განმავლობაში ეშინოდა რაღაცის, რაც მათ თავს ესხმოდა და რასაც ისინი ვერ ხედავდნენ მაგრამ რისი ხმაც მას კარგად ესმოდათ.
მეოცე საუკუნის ბოლოს, ტერმინი „მაქცია“ დამკვიდრდა როგორც სასტიკი, სისხლისმსმელი ადამიანის სინონიმი, და რომლითაც ხშირად ამერიკელკაპიტალისტებს მოიხსენიებდნენ. საბჭოთა პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში „მაქციებს“ ასევე უწოდებდნენ მეფისა და მონარქიული რეჟიმის წარმომადგენლებს.
რაც შეეხება საქართველოში მაქციებისადმი თანამედროვე შეხედულებებს, ისინი მხოლოდ ფოლკლორში არსებობენ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს არსებები საკმაოდ ხშირად ჩნდებიან როგორც ფილმებში, ასევე სხვა ნებისმიერი სახის ნაწარმოებებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 122, ISBN 978-99940-27-10-1.
- Baring-Gould (1865). The Book of Werewolves: Being an Account of a Terrible Superstition. London: Smith, Elder & Co.. google books
- Douglas, Adam (1992). The Beast Within: A History of the Werewolf. London: Chapmans. ISBN 0-380-72264-X.
- Goens (1993). Loups-garous, vampires et autres monstres : enquêtes médicales et littéraires. Paris: CNRS Editions.
- Grimm, Deutsche Mythologie, 4, ii. and iii.
- Hertz, Der Werwolf (Stuttgart, 1862)
- Lecouteux, Claude, Fées, Sorcières et Loups-garous, Éditions Imago, Paris (1992), trans. Clare Frock, Witches, Werewolves, and Fairies: Shapeshifters and Astral Doubles in the Middle Ages, Inner Traditions International, Rochester, Vermont (2003), ISBN 0-89281-096-3
- Leubuscher, Über die Wehrwölfe (1850)
- O'Donnell (1912). Werewolves.
- Otten, Charlotte (ed.), A Lycanthropy reader: werewolves in Western culture, Syracuse University Press, 1986.
- Sconduto. Metamorphoses of the werewolf: a literary study from antiquity through the Renaissance.
- Stewart (1909). The origin of the werewolf superstition. University of Missouri Studies.