ლუი XI
ლუი XI დე ვალუა | |
---|---|
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 15 აგვისტო, 1461 |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი, 1461 |
მმართ. დასასრული: | 30 აგვისტო, 1483 |
წინამორბედი: | შარლ VII |
მემკვიდრე: | შარლ VIII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ივლისი, 1423 |
დაბ. ადგილი: | ბურჟი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 30 აგვისტო, 1483, (60 წლის) |
გარდ. ადგილი: | პლესი-ლე-ტური, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარგარიტა შოტლანდიელი (ქ. 1436 - გარდ. 1445) შარლოტა სავოიელი (ქ. 1451 - გარდ. 1483) |
შვილები: |
ანა, ბურბონის ჰერცოგინია ჟანა, საფრანგეთის დედოფალი შარლ VIII, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ VII, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ანჟუელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლუი XI (ფრანგ. Louis XI de Valois; დ. 3 ივლისი, 1423, ბურჟი, საფრანგეთი — გ. 30 აგვისტო, 1483, პლესი-ლე-ტური, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1461-1483 წლებში, ვალუას დინასტიისა. შარლ VII-ის ძე.
გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ფეოდალური არისტოკრატიის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო პრინცებმა - ბურგონის ჰერცოგის ვაჟმა შარლ გულადმა, მეფის ძმამ შარლ დე ბერიმ და ბრეტანის ჰერცოგმა - 1465 წელს შეადგინეს „საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლიგა“. მეფესა და ლიგას შორის გამართულ მონლერის ბრძოლას (1465 წ.) შედეგი არ გამოუღია. ლუი XI იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ბრძოლა ფეოდალური დიდკაცობის წინააღმდეგ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1467 წელს ბურგონის ჰერცოგობა მიიღო შარლ გულადმა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობდა. 1477 წლის 5 იანვარს ნანსის ბრძოლაში შარლ გულადის დამარცხებისა და დაღუპვის შემდეგ დაიწყო „ბურგონული მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლა ლუი XI-სა და ავსტრიის მბრძანებელ მაქსიმილიან ჰაბსბურგს შორის (შარლ გულადის ასულისა და მემკვიდრის მარი ბურგონელის ქმარი). 1482 წელს არასის ზავით ლუი XI-მ დაპყრობილი ბურგონული მემკვიდრეობის მიწებიდან შეინარჩუნა ბურგონის საჰერცოგო და პიკარდია, შეიერთა ანჟუსა და მენის საგრაფოები და პროვანსი მარსელითურთ.
ლუი XI-ის მმართველობაში არსებითად დასრულდა საფრანგეთის გაერთიანება და საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ აბსოლუტიზმს. ლუი XI-მ მოახდინა არმიის რეორგანიზაცია, ხელს უწყობდა ეკონომიკურ განვითარებას, შემოიღო საფოსტო სადგურების სისტემა. მფარველობდა უნივერსიტეტებს. დაიწყო წიგნის ბეჭდვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 306.
|