შინაარსზე გადასვლა

ლუი პასტერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი პასტერი
ფრანგ. Louis Pasteur[1]
დაბ. თარიღი 27 დეკემბერი, 1822(1822-12-27)[2] [3] [4] [5] [6] [7] [1] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბ. ადგილი დოლი, საფრანგეთის სამეფო[20] [1]
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი, 1895(1895-09-28)[2] [4] [5] [6] [7] [1] [8] [9] [10] [12] [13] [14] [16] [17] [18] [19] (72 წლის)
გარდ. ადგილი ვილნევ-ლ’ეტანი[21] [1]
დასაფლავებულია პასტერის ინსტიტუტი[1] [22] და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი[22]
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
საქმიანობა მიკრობიოლოგი[1] [16] , ქიმიკოსი[1] [16] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , ბიოქიმიკოსი[1] , აგრონომი, ბუნებისმეტყველი, ბიოლოგი[16] , ლიტოგრაფი[23] , ხელოვანი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი სტრასბურის უნივერსიტეტი[1] , ლილის უნივერსიტეტი[24] [1] , პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[1] , ლილის ცენტრალური სკოლა[1] , ჩრდილოეთ საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტი, პასტერის ინსტიტუტი და ლილის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა[1] , სენტ-ლუის ლიცეუმი[1] და პარიზის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები შარლ ფრიდელი[1] , შარლ შამბერლანი[1] და ემილ რუ[1]
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, honoris causa და ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე მარი პასტერი[1]
მამა ჟან-ჟოზეფ პასტერი[1]
შვილ(ებ)ი მარი-ლუი პასტერი[1] და ჟან-ბატისტ პასტერი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[25] [1] , ლევენჰუკის მედალი[1] , კოპლის მედალი[26] [1] [27] , რუმფორდის მედალი[1] , სასოფლო-სამეურნეო დამსახურების ორდენის კავალერი[28] , წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი[1] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[1] [29] , ვარდის ორდენი[1] , ჯეკერის პრემია[1] , ალბერტის მედალი[1] , კონკურ ჟენერალ[1] , მეჯიდიეს ორდენი[30] , წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი ალმასებით, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[31] , ბრესას პრემია[32] , Cameron Prize of the University of Edinburgh, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[33] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[33] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[33] და საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[33]
ხელმოწერა

ლუი პასტერი (ფრანგ. Louis Pasteur; დ. 27 დეკემბერი, 1822, დოლი, იურის დეპარტამენტი — გ. 28 სექტემბერი, 1895, ვილნევ-ლ’ეტანი, პარიზთან ახლოს) — ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1862), საფრანგეთის სამედიცინო აკადემიისა (1873) და საფრანგეთის აკადემიის („უკვდავების“; 1881) წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1884) და საპატიო წევრი (1893). მიკრობიოლოგების მსოფლიო სამეცნიერო სკოლის შემქმნელი. 1847 წელს დაამთავრა პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა. სობრონში უსმენდა ჟან-ბატისტ დიუმას ლექციათა კურსს; 1847 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიასა და ფიზიკაში. მონაწილეობდა 1848 წლის რევოლუციაში; შეუერთდა ეროვნულ გვარდიას. იყო თავის მიერ შექმნილი პარიზის მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (პასტერის ინსტიტუტის) პირველი დირექტორი (1888). ქიმიის პროფესორი სტრასბურისა (1849-დან) და ლილის (1854-დან) უნივერსიტეტებში, უმაღლეს ნორმალურ სკოლაში (1857-დან) და სორბონის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე (1867-დან).[34]

სტუდენტობის წლებში იკვლევდა ღვინის მჟავის მარილების ოპტიკურ აქტივობასა და იზომერიას. 1840-იანი წლების შუა ხანებში შეიმუშავა რაცემატების ენანტიომერებად დაყოფის მეთოდი და პირველმა გამოთქვა აზრი, რომ ოპტიკური აქტივობა მოლეკულების ასიმეტრიის შედეგს წარმოადგენს. 1848 წელს დაადგინა, რომ ყურძნის მჟავის მარილები ასიმეტრიული აგებულების მქონე ორი სახის კრისტალის ნარევს წარმოადგენენ და მათი გაცალცალკევებით აღმოაჩინა, რომ თითოეული ამ სახეობის კრისტალები საპირისპირო მიმართულებით აბრუნებენ სინათლის პოლარიზაციის სიბრტყეს. შემდგომმა კვლევებმა მოიტანა ფაქტობრივი მასალის დაგროვება და ემპირიული განზოგადება ორგანული ნაერთების (რომლებიც სტერეოქიმიას უდევს საფუძვლად) აგებულების, კრისტალური ფორმისა და ოპტიკური აქტივობის ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ. დაამტკიცა, რომ ბუნებრივი ნაერთები, სინთეტიკურებისაგან განსხვავებით, წარმოდგენილი არიან მხოლოდ ერთ-ერთი იზომერული ფორმით და შემოიტანა მიკროორგანიზმთა დახმარებით მათი გაყოფის მეთოდი.[34]

1857 წლიდან ლუი პასტერი დაკავდა დუღილის პროცესების შესწავლით. გამოარკვია, რომ დუღილის თითოეული ტიპი განპირობებულია მიკროორგანიზმთა განსაზღვრული სახეობის განვითარებით და ხასიათდება მასთან შესაბამისი საბოლოო პროდუქტით. პირველად აღწერა ცხიმმჟავური დუღილი და ბაქტერიები, რომლებიც ახორციელებენ რძემჟავურ (1857) და ცხიმმჟავურ (1861) დუღილს. კლასიკური ექსპერიმენტების სერიაში (1860–1861) საბოლოოდ უარყო თანამედროვე პირობებში ცოცხალ არსებათა „თვითგაჩენის“ შესაძლებლობა. გააბათილა იენს იაკობ ბერცელიუსის, აილჰარდ მიჩერლიხისა და იუსტუს ლიბიხის იმ დროს გაბატონებული დუღილის ქიმიური თეორია; დაამტკიცა, რომ დუღილიცა და ლპობაც მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად განპირობებული ბიოლოგიური პროცესია (1861–1864). აღმოაჩინა ანაერობიოზის მოვლენა — რიგი მიკროორგანიზმების სიცოცხლის უნარი თავისუფალი ჟანგბადის არარსებობის პირობებში (1872). სრულყო ლაბორატორიის პირობებში მკვებავ გარემოში მიკრობთა კულტივირების მეთოდები.[34]

ლუი პასტერი მთელი მოღვაწეობისათვის დამახასიათებელია მისი სამეცნიერო კვლევა-ძიების მუდმივი კავშირი პრაქტიკის კითხვებთან. შემოგვთავაზა გაფუჭებისგან ღვინის დაცვის მეთოდი მისი 55–60°C-მდე გაცხელებით. მოგვიანებით ეს მეთოდი გამოიყენეს საკვები პროდუქტების (ლუდი, რძე, ხილ-კენკრის წვენები და სხვ.) გაუსნებოვნებისათვის და 1864 წელს პასტერიზაცია უწოდეს. ლუი პასტერმა სამეცნიერო სათავე დაუდო მეღვინეობას, ლუდის ხარშვას და სამრეწველო მიკრობიოლოგიას. შეისწავლა თუთის აბრეშუმხვევიას დაავადებები (პებრინი, ფლაშერი), შემოიტანა მათთან ბრძოლის მეთოდები. გამოიკვლია ცხოველებისა და ადამიანის რიგი ინფექციური დაავადება (ციმბირის წყლული, მელოგინის ცხელება, ცოფი, ქათმის ქოლერა, ღორის წითურა და სხვ.) და დაადგინა, რომ ყველა მათგანი გამოწვეულია სპეციფიკური აღმძვრელის არსებობით. აღწერა აღმძვრელის ვირულენტობის მოვლენა როგორც მოცემული მიკროორგანიზმისათვის ჩვეული სახეობრივი ნიშანი. დაავადებებთან ბრძოლის საშუალებათა ძიებამ ლუი პასტერი მიიყვანა პათოგენური მიკროორგანიზმების ხელოვნური დასუსტების მეთოდის შემუშავებამდე (1880) და მის საფუძველზე ციმბირის წყლულის (1881), ღორის წითურისა (1882) და ცოფის (1884) „ცოცხალი“ ვაქცინის შექმნამდე. ავტორია ინფექციურ დაავადებათა იმუნოპროფილაქტიკისა და იმუნოთერაპიის პირველი მეთოდებისა. სათავე დაუდო წარმოდგენებს ხელოვნური იმუნიტეტის შესახებ. თავი გამოავლინა როგორც ნიჭიერმა მხატვარ-პორტრეტისტმა, რომლის სახელი შევიდა XIX საუკუნის ოფიციალურ ფრანგულ ცნობარებში. მის პატივსაცემად სახელი ეწოდება სეპტიკური დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების რამდენიმე გვარს (მაგ., პასტერელა, Pasteurella). დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ორდენებით, ლონდონის სამეფო საზოგადოების ორი ოქროს მედლით (1856, 1874). დაკრძალულია პასტერის ინსტიტუტის აკლდამაში.[34]

თბილისში არსებობს ლუი პასტერის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 https://www.biography.com/people/louis-pasteur-9434402
  2. 2.0 2.1 RKDartists
  3. Louis Pasteurministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Who Named It?
  8. 8.0 8.1 KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  15. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 The Fine Art Archive — 2003.
  17. 17.0 17.1 Académie nationale de médecine
  18. 18.0 18.1 Louis Pasteur / B. Delmas — 2009.
  19. 19.0 19.1 Base biographiqueBIU Santé.
  20. Пастер Луи / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  21. Annonce de la mort de Louis Pasteur à l'Académie des sciences — 1895.
  22. 22.0 22.1 https://www.sciencesetavenir.fr/archeo-paleo/patrimoine/hommage-a-pasteur-pour-cette-123e-annee-la-ceremonie-ne-s-est-pas-faite-en-presentiel-a-l-institut_147735
  23. Union List of Artist Names — 2021.
  24. ვიკიწყარო — 2003.
  25. https://www.leonore.archives-nationales.culture.gouv.fr/ui/notice/286589#show
  26. https://docs.google.com/spreadsheets/u/1/d/1dsunM9ukGLgaW3HdG9cvJ_QKd7pWjGI0qi_fCb1ROD4/pubhtml?gid=1336391689&single=true
  27. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  28. http://agriculture.gouv.fr/histoire/3_merite_agr/chrono_1.htm
  29. https://www.invent.org/inductees/louis-pasteur
  30. https://phototheque.pasteur.fr/fr/asset/content/id/1587/bypassnavigation/1
  31. https://catalogues.royalsociety.org/CalmView/Record.aspx?src=CalmView.Persons&id=NA6990&pos=1
  32. Premio BressaAccademia delle Scienze di Torino.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 Louis Pasteur
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 Ульянкина Т. И. Пастер Луи // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 422.