კუროლი
კუროლი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დედალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Leptosomus discolor (Hermann, 1783) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22682975 | |||||||||||||||
|
კუროლი (ლათ. Leptosomus discolor) — ერთადერთი ფრინველი კუროლისნაირთა რიგისა. გავრცელებულია მადაგასკარსა და კომორის კუნძულებზე. პოპულაცია საკმაოდ დიდია და არ დგას გადაშენების რისკის ქვეშ. მათი სხეულის სიგრძეა 38–50 სმ, მასა 192–270 გ. მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. დედალი ტანად მამალზე მსხვილია; შეფერილია ყავისფერ-წითლად, მუცელზე უფრო ღიად, ხოლო ზურგსა და ფრთებზე — მუქად, დაჰკრავს შავი ლაქები. მამალი ზურგზე ფერად მწვანეა და სპილენძისფერი ლითონისებური ბზინვარება დაჰკრავს, კეფა, თავი და დანარჩენი ნაწილები — ნაცრისფერი. მეხეური ფრინველია, მტაცებლებისაგან თავდაცვის მიზნით, იშვიათად ჯდებიან მიწაზე. ბუდობს ხეების ფუღუროებში. დედალი დებს 1–3 თეთრ კვერცხს. იკვებებიან მწერებით, ხოჭოებით, კალიებით, აგრეთვე ხის ქვეწარმავლებით, მაგ. ქამელეონებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Josep del Hoyo, Andrew Elliott, Jordi Sargatal. Handbook of the Birds of the World, Volume 6: Mousebirds To Hornbills. — ISBN 84-87334-30-X.