კიპური
იერსახე
კიპური | |
---|---|
კიპურის სამხრეთი ფერდობი | |
კოორდინატები: 53°10′10″ ჩ. გ. 6°20′18″ დ. გ. / 53.16944° ჩ. გ. 6.33833° დ. გ. | |
ქვეყანა | ირლანდია |
ტერიტორიული ერთეული | უიკლოუს საგრაფო დუბლინის საგრაფო |
სიმაღლე | 757 მ |
კიპური (ინგლ. Kippure ირლ. Cipiúr) — მთა ირლანდიაში, დუბლინისა და უიკლოუს საგრაფოების საზღვარზე. სიმაღლე 757 მ.[1] მთიდან იშლება ხედი დუბლინსა და დუბლინის ყურეზე. ფერდობებზე სათავეს იღებს მდინარეები ლიფი და დოდერი. კიპური წარმოადგენს პოპულარულ ადგილს აქტიური დასვენებისა და ქვეითი ტურიზმის მოყვარულთათვის. აქვე მდებარეობს სატელევიზიო და რადიო სადგურების რეტრანსლატორი.