კილიკი
იერსახე

კილიკი ― ძველი ბერძნული ქუსლიანი საღვინე თასი, რომელსაც ჰორიზონტალურად მიმაგრებული ორი ყური აქვს. ამზადებდნენ თიხის ან ლითონისგან. თიხის კილიკები ხშირად მოხატული იყო. ცნობილია ძვ. წ. VI საუკუნის კორინთული, ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ატიკური შავფიგურიანი და წითელფიგურიანი, აგრეთვე შავლაკიანი კილიკები.
კილიკები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ძველი ბერძნული კილიკები შეჰქონდათ. ისინი აღმოჩენილია ვანში, ითხვისში, დაბლაგომში, ფიჭვნარში, დიმნას ციხეში და სხვა. ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ვერცხლის კიილიკები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 515.