კედრონი (ალექსანდრიის პატრიარქი)
კედრონი (ბერძნ. Κέδρων Αλεξανδρείας; დ. უცნობია — გ. 15 ივნისი, 106 ) — ალექსანდრიის მეოთხე პაპი და პატრიარქი (96–106) იმპერატორ ტრაიანეს დროს. ევსები კესარიელი მას ალექსანდრიის მესამე ეპისკოპოსად მოიხსენიებს. თუკი მარკოზ მახარებელს პირველ ეპისკოპოსად მივიჩნევთ, კედრონი ქრონოლოგიურად მეოთხე გამოვა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრიის მესამე პაპისა და პატრიარქის, ავილის, გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ადის კედრონი. მოინათლა მარკოზ მახარებლის მიერ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აირჩიეს ეპისკოპისად. კედრონის აღსაყდრება მოხდა ახ. წ. 96 წელს, ტრაიანეს იმპერატორობის დროს. წინამორბედთა მსგავსად, კედრონიც რწმენაში აძლიერებდა მრევლს და განავრცობდა ქრისტიანობას მთელ ეგვიპტეში. საეპისკოპოსო კათედრაზე იმსახურა ოცი წელი, ექვსი თვე და ათი დღე[1].
ხანგრძლივი მსახურების შემდეგ კედრონი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს დროს. მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი გახდა ციხის კომენდანტთან კამათი ქრისტიანობის დაცვის მიზნნით. კომენდანტმა ეპისკოპოსს მოსთხოვა, ქრისტიანულ ტაძარში რომეული ღმერთების შეყვანა, რაზეც ასეთი პასუხი გასცა წმინდა პატრიარქმა: „ჩვენ სხვა ღმერთებს არ ვმსახურებთ!“
აღესრულა კოპტური კალენდრით 21 ბაუნას, ანუ ახ. წ. 106 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ საეპისკოპოსო ტახტი სამი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო ეკლესიაში წარმოშობილი სირთულეების გამო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Morgan, Robert, History of the Coptic Orthodox People and the Church of Egypt. FriesenPress, ISBN 9781460280287. გვ. 17