იყალთოს წმინდა სტეფანეს ეკლესია
იყალთოს წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარეში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში. მდებარეობს იყალთოს სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზის პირას. თარიღდება VI–VII საუკუნეებით. ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა დიდი, მოხდენილი პროპორციებით. ნაგებია მოზრდილი, რიყის ქვის სწორი რიგებით. აფსიდის მხრები. გარეთა კუთხეები. კარ-სარკმლების ღიობები და კონსტრუქციული ნაწილები შირიმის კარგად გათლილი კვადრებით. ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გვერდითი ეკლესიები, ჩამონგრეულია ცენტრალური ეკლესიის კამარა. საბჯენი თაღები და კონქის უმეტესი ნაწილი.
1979 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო სასწავლებლის სახელოსნომ, ეკლესიას ჩაუტარა სარეესტავრაციო სამუშაოები. შენობა გაათავისუფლეს ნანგრევებისაგან და მცენარეულობისაგან აღადგინეს სამკვეთლოს და სადიაკვნის დანგრეული ნაწილები და ორივე სათავსი ღარისებრი კრამიტით გადახურეს გვერდითი ეკლესიების კედლების ნაშთებზე დააშენეს ახალი დაახლოებით 1,3 მ სიმაღლის კედლები შუა ეკლესიის შემორჩენილი კედლები დააკონსერვეს გადალესეს და კრამიტი დააფარეს.
მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს თითო-თითო გვერდით ეკლესიებიდან და დასავლეთიდან. შესასვლელები გარედან გადახურულია არქიტრავით, შიგნიდან კი დასრულებულია მაღალი თაღით. რასაც ნალისებურობის ტენდენცია აქვს.
მთავარი ეკლესია აღმოსვალეთით დარულებულია ოდნავ ნალისებრი აფსიდით, რის წინ ღრმა ბემაა. აფსიდის ღერძზე გადაჭრილია შუა ეკლესიის ერთადერთი სარკმელი სარკმელი განიერია, აქვს პარალელური წირთხლები და ორივე მხრიდან ნალისებრი თაღითაა გადახურული. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში, სარკმლის ძირის დონეზე. მცირე, ოთხკუთხა ნიშაა, რითიც სავარაუდოდ, არ არის თავდაპირველი აფსიდს მთელი სიგრძეზე გასდევს ერთსაფეხურიანი ხარისხი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, დგას გვიანდ რიყის ქვით ნაშენი ოთხკუთხა წახნაგა ტრაპეზი. საკურთეველი დარბაზის იატაკის მიმართ ორი მცირე საფეხურითაა ამაღლებული.
დარბაზის გრძივ კედლებზე გამოყოფილია ორი წყვილი მარტივი პილასტრი, რეებზეც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღები. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი იყო გადაყვანილი პილასტრები შესაბამისს კედლებს სამხრეთიდან თითქმის თანაბარ ნაწილად ყოფს. ყველა პილასტრი დასრულებულია მარტივპროფილიანი იმპოსტით. ანალოგიური პროფილის იმპოსტებია გამოყოფილი კონქის და ბემის თაღის ქუსლებითანაც. კამარა, როგორც ჩანს რიყის ქვით იყო ნაწყობი, მისი ნაშთები ორივე გრძივ კედელს შემორჩა.
საკურთხეველის გვერდებზე სწორკუთხა გეგმის. ცილინდრული კამარით გადახურული თითო სათავსი სამკვეთლო და საღიკვნეა. ორივე სათავსი მთავარ ეკლესიას სწორკუთხა კარით უკავშირდება რითიც ბემის შესაბამისს კედელშია გაჭრილი. თითოეული სათავსის აღმოსავლეთ კედელში თითო პარალელურწირთხლებიანი, თაღოვანი სარკმელია. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში მოწყობილია მცირე. სწორკუთხა ნიშა. ასეთივე ნიშაა სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელშიც. თითოეულ ამ სათავსს დასავლეთით, მთავარი ეკლესიის გატოლებით. ეკვროდა გრძელებული მოცულობების მქონე, გვერდითი ეკლესიები. მათ შორის სამხრეთ ეკლესიაში გახსნილი იყო ორმალიანი თაღით, რითიც მათ შორის მდგარ, გეგმით კვადრატულ ბოძს ეყრდნობოდა. დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით მდგარ გვერდით ეკლესიასაც. ეკლესიის გარეგანი ფორმები შიდა სივრცის აღნაგობას იმეორებს. შუა ნაწილი უფრო ამაღლებულია და ორფერდა სახურავითაა დასრულებული. გვერდითი, უფრო დაბალი ნაწილები კი, ცალფერდათი, აღმოსავლეთ გასადზე სარკმელი შემკულია ქვიშაქვის ქვაში გამოკვეთილი კედლის სიბრტყიდან მკვეთრად შვერილი, ნახევარწრიული არქივოლტით. ჰორიზონტარული გადანაკეცებით ბოლოებში, რის პირს მთელ სიგრძეზე, ორმაგი, გრეხილი ლილვი გასდევს.
იყალთოს წმინდა სტეფანეს ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 250-252.