ინაურის ეკლესია
ინაურის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ერდვის მუნიცპალიტეტში, ინაურში. არქიტექტურული ძეგლი მიეკუთვნება შუა საუკუნეების პერიოდს.
ინაურის ეკლესიის სამშენებლო მასალად გამოყენებულია რუხი ფერის ფლეთილი ქვა. წყობა მშრალია. შენობა გეგმით კვადრატს უახლოვდება. მისი კედლები შემორჩენილია 3,5 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი და სარკმლები არსად არ იკითხება. ნაგებობა შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით. ძეგლს დასავლეთიდან მართკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა მშრალია. მინაშენის კედლების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენამდე დღეს მოღწეული. ზუსტად ძეგლის დათარიღება დაზიანების გამო რთულდება.
ინაურის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 125
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-26.