შინაარსზე გადასვლა

თანდებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანდებულიმეტყველების უცვლელი ნაწილი, რომელიც დაერთვის სახელს და მართავს მას რომელიმე ბრუნვაში, აღნიშნავს საგნის მდგომარეობას, მიმართულებას და სხვა.

თანდებული მხოლოდ სახელს ახლავს. გარდა ამისა, თუკი ნაწილაკი სახელის ნებისმიერი ბრუნვის ფორმას შეიძლება დაერთოს, თანდებული ერთ (ან ორ) კონკრეტულ ბრუნვასთან იხმარება: მაგალითად, -ვით და –გან ორ ბრუნვასთან გვხვდება; დანარჩენი თანდებულები მხოლოდ რომელიმე ერთ ბრუნვას დაერთვის:

ბრუნვების თანდებულები:

  • სახელობითი -ვით
  • მიცემითი -ვით, -თან, -ზე –ში
  • ნათესაობითი -თვის, -გან, -კენ, -ებრ,-თანავე, -გამო, -მიერ
  • მოქმედებითი -ურთ, -გან (-ით-გან -> -იდან)
  • ვითარებითი -მდე (-მდის)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]