ვერნერ ფონ ბლომბერგი
ვერნერ ედუარდ ფრიც ფონ ბლომბერგი (გერმ. Werner Eduard Fritz von Blomberg) (დ. 2 სექტემბერი 1878; სტარგარდი (პომერანია), გერმანია — გ. 14 მარტი 1946; ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, მესამე რაიხის სამხედრო საქმეთა მინისტრი 1935-1938 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1878 - 2 სექტემბერი: ვერნერ ფონ ბლომბერგი დაიბადა დაიბადა ქ. სტარგარდში, ვიცე-პოლკოვნიკ ემილ ფონ ბლომბერგის და მისი მეუღლის ემა ჩეპეს (გერმ. Emma Tschepe) ოჯახში.
- 1894 - 1897 - ბლომბერგი სწავლობდა გროს-ლიხტენფელდეს (ბერლინი) კადეტთა მთავარ სკოლაში.
- 1897 - სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა ჰანოვერში გენერალ-ფელდმარშალ პრინც ალბრეხტ პრუსიელის სახელობის ჰანოვერის 73-ე ფუზილიერთა პოლკში.
- 1904 - ბლომბერგს ობერლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
- 1904 - 1907 - ბლომბერგი სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
- 1908 - მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა გენერალურ შტაბში.
- 1911 - იგი დაინიშნა 1-ლი ლოთარიგიული Nr. 130 ინფანტერიის პოლკის მეთაურად ქ. მეცში.
- 1914 - პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ბლომბერგი დაინიშნა მე-19 სარეზერვო დივიზიის გენერალური შტაბის პირველ ოფიცრად. იგი თავის დივიზიასთან ერთად იბრძოდა ბელგიაში და სენ-კვენტინთან (ფრ. Saint-Quentin) საფრანგეთში.
- 1915 - ბლომბერგმა მონაწილეობა მიიღო ზამთრის საბრძოლო კამპანიაში შამპანში და ელზასში - "ჰარტმანსვაილერსკოპფის ბრძოლა" (გერმ. Hartmannsweilerkopf, ფრ. Vieil Armand ), მაისი - ივნისი: ვერდენის ბრძოლაში. ზაფხულში გადაყვანილ იქნა აღმოსავლეთ ფრონტზე და იბრძოდა ლვოვთან (უკრაინა) და გორლიცესთან (პოლონეთი).
- 1916 - მიენიჭა მაიორის წოდება.
- 1917 - გადაყვანილ იქნა მე-7 არმიის გენშტაბის ოფიცრის თანამდებობაზე.
- 1918 - სუასონთან, ესნთან და მარნთან ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ბლომბერგი დააჯილდოეს ორდენით "Pour le Mérite"
- 1919 - მიენიჭა ვიცე-პოლკოვნიკის წოდება.
- 1919 - 1921 - მუშაუბდა რაიხსვერის გენერალურ შტაბში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- 1921 - გადაყვანილ იქნა მე-5 დივიზიის შტაბის შეფად შტუტგარტში.
- 1925 - ბლომბერგი, უკვე პოლკოვნიკი, გადაყვანილ იქნა რაიხსვერის ჯარების საწვრთნელი განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
- 1927 - დაინიშნა სახმელეთო ჯარების შტაბის შეფად.
- 1928 - 1 აპრილი: მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
- 1929 - 1933 - იყო 1-ლი სამხედრო ოლქის მთავარსარდალი კიონიგსბერგში.
- 1930 - შემოდგომაზე გაემგზავრა სასწავლო კურსებზე აშშ-ში.
- 1932 - დაინიშნა გერმანული დელეგაციის წევრად ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე.
- 1933 - 30 იანვარი: - ბლომბერგი დაინიშნა რაიხსვერის მინისტრად და მიენიჭა ინფანტერიის გენერლის წოდება. 30 აგვისტო: მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
- 1934 - ბლომბერგმა და რაიხსვერმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა "რიომის პუტჩის" დროს, მიუხედავად იმისა რომ რაიხსვერის 2 გენერალი ფერდინანდ ფონ ბრედო და კურტ ფონ შლაიხერი მოკლულ იქნენ. 2 ივლისი: რაიხსპრეზიდენტ პაულ ფონ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ ბლომბერგმა გერმანიის შეიარაღებული ძალები ადოლფ ჰიტლერის ერთგულებაზე დააფიცა.
- 1935 - 16 მარტი: მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა პროექტი რომლის თანახმადაც ჰიტლერი მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურად უნდა დანიშნულიყო. იმავე წელს რაიხსვერი გადაკეთდა ვერმახტად და და ბლომბერგი დაინიშნა რაიხის სამხედრო საქმეთა მინისტრის (გერმ. Reichskrigsminister) თანამდებობაზე.
- 1936 - 20 აპრილი: მიენიჭა გენერალ-ფელდმარშლის წოდება.
- 1938 - იანვარი: ბლომბერგმა იქორწინა ყოფილ პროსტიტუტზე ერნა გრუნზე (გერმ. Erna Gruhn) და ამით დაარღვია მის მიერვე რადიკალურად გამკაცრებული ვერმახტის წევრთა საქორწინო წესდება. ბლომბერგი იძულებული იყო გადამდგარიყო. 4 თებერვალი: იგი, გენერალ ბარონ ვერნერ ფონ ფრიჩთან ერთად გათავისუფლებულ იქნა ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან და გარიცხულ იქნა ვერმახტის რიგებიდან.
ბლომბერგის გადადგომის შემდეგ სამხედრო საქმეთა სამინისტრო გაუქმებულ იქნა და დააარსა ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობა ( გერმ. Oberkomando der Wehrmacht - "OKW"), რომლის შეფად ვილჰელმ კაიტელი დაინიშნა. ჰიტლერმა ისარგებლა ამ მომენტით და ვერმახტის ნამდვილი "წმენდა" მოაწყო, რომლის დროსაც 40 გენერალი პენსიაში იქნა გაშვებული, ხოლო 34 დააქვეითეს.
- 1946 - ნიურნბერგის პროცესზე იგი მოწმედ იქნა გამოყვანილი მოკავშირეთა მიერ და გარდაიცვალა ნიურნბერგის ციხეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Deutsch, Harold C. Hitler and his Generals: The Hidden Crisis, January–June 1938 (1974), pp. 78–215. ISBN 978-0-8166-0649-8; the standard scholarly monograph on the scandal
- Faber, David (2008). Munich, 1938: Appeasement and World War II.
- (2005) Hitler and His Generals: Military Conferences 1942–1945. New York City: Enigma Books. ISBN 1-929631-09-X.
- Kane, Robert B. (2008) Disobedience and Conspiracy in the German Army, 1918-1945. McFarland & Company. ISBN 978-0786437443.
- Müller, Klaus Jürgen (1987). The Army, Politics and Society in Germany, 1933–1945: Studies in the Army's Relation to Nazism. Manchester University Press. ISBN 0719010713.
- Schäfer, Kirstin A. (2006) Werner von Blomberg: Hitlers erster Feldmarschall: Eine Biographie (German). Verlag Ferdinand Schöningh, გვ. 25–29. ISBN 978-3506713919.
|