ედუარდ წამებული
ედუარდ წამებული | |
---|---|
ინგლისის მეფე | |
მმართ. წლები: | 8 ივლისი 975 |
მმართ. დასაწყისი: | 18 მარტი 978 |
წინამორბედი: | ედგარი |
მემკვიდრე: | ეთელრედ უწიგნური |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დ. 962 |
დაბ. ადგილი: | უესექსის სამეფო |
გარდ. თარიღი: |
18 მარტი, 978 (15–16 წლის) |
გარდ. ადგილი: |
კორფის ციხესიმაგრე, ფერბექი, დორსეტის საგრაფო, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: |
უორჰემი, დორსეტის საგრაფო; მ. შაფთსბერი; მ. უოქინგი |
დინასტია: | უესექსის დინასტია |
მამა: | ედგარი |
დედა: |
ეთელფლედა (ძვ. ინგლ. Æthelflæd) ან ვულფრიდა (ძვ. ინგლ. Wulfthryth) |
ედუარდ წამებული (ინგლ. Edward the Martyr; დ. 962 — 18 მარტი, 978) — ინგლისის მეფე 975–978 წლებში. უესექსის დინასტიის წარმომადგენელი. ედგარ მშვიდობისმოყვარისა და მისი პირველი ცოლის, ეთელფლედას ძე. კანონიზირებულია 1001 წელს. პატივს მიაგებენ, როგორც წმინდანს მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
მისი კორონაცია შედგა კინგსტონში 975 წელს. ანგლო-საქსური ქრონიკების ერთი ვერსიის მიხედვით, 978 წლის 18 მარტს (სხვა ვერსიით 979 წელს) ახალგაზრდა მეფე მიწვეულ იქნა დორსეტის საგრაფოში მდებარე კორფის ციხესიმაგრეში, სადაც იმ დროს ცხოვრობდნენ პრინცი ეთელრედი და მისი დედა, განსვენებული ედგარ მშვიდობისმოყვარის მეორე ცოლი — ელფთრიტა (ძვ. ინგლ. Ælfthryth). გადმოცემის მიხედვით ცხენზე ამხედრებული მეფის მოჩვენებითი მისალმებისას, ელფთრიტას მსახურებმა მოულოდნელად ალყაში მოაქციეს იგი და ხელები გაუკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მისთვის ხანჯლის მკერდში ჩაცემა მოასწრო. მეფის დამფრთხალი ცხენი ციხესიმაგრის მიმდებარე ტყის მიმართულებით გაიქცა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდნისას ედუარდს ფეხი უზანგში გაეჭედა. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ათრია ცხენმა დაჭრილი მეფე მიწაზე. საბოლოოდ, როდესაც ცხენს დაეწივნენ და მისი გაჩერება მოახერხეს, ედუარდი უკვე ცოცხალი აღარ იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ედუარდ წამებული“ ვიკისაწყობში.
- St Edward the Martyr (c959–978/9)
- St Edward the Martyr king of England, 975–978 დაარქივებული 2019-05-23 საიტზე Wayback Machine.
- Anglo-Saxon Chronicle A.D. 920–1014