დიოდი
იერსახე
დიოდი (დი... და ელექტრ[ოდი]) — ორელექტროდიანი ელექტრონული კომპონენტი, დამზადებული ნახევარგამტარი კრისტალის (გერმანიუმის, სილიციუმის, სელენისა და სხვათა) ფუძეზე და გამოიყენება ელექტრული დენის ცალმხრივად გასატარებლად.
დიოდის მუშაობა ემყარება უმთავრესად p-n გადასვლის თვისებებს. ატარებს დენს ერთი მიმართულებით, ანოდიდან კათოდისაკენ. ანოდი მიერთებულია დენის წყაროს დადებით პოლუსთან, კათოდი — უარყოფით პოლუსთან. თანამედროვე ტექნიკაში ძირითადად ნახევარგამტარულ დიოდებს იყენებენ. მათ ამზადებენ ძირითადად გერმანიუმისაგან, ან სილიციუმისაგან.
დანიშნულების მიხედვით დიოდი არსებობს სხვადასხვა სახის: გამმართველი დიოდი, სტაბილიტრონი (ზენერის დიოდი), ტუნელური დიოდი, შუქდიოდი, ფოტოდიოდი, ვარიკაპი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 350.