დებორა
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b7/Deborah.jpg/250px-Deborah.jpg)
დებორა (ებრ. דְּבוֹרָה) — ბიბლიის მიხედვით, წინასწარმეტყველი, პოეტი და მსაჯული ქალი. მისი პატრიოტული მოწოდებითა და ბელადობით ისრაელი ტომები საერთო მტრის - ქანაანელების წინააღმდეგ აღმდგარან და დიდი გამარჯვებაც მოუპოვებიათ. ამის შემდეგ მათ 40 წელი მშვიდობიანად უცხოვრიათ. ამ გამარჯვებისათვის დებორას ხოტბა შეუსხამს ჰიმნში, რომელიც ძველი აღთქმის პოეზიის საუკეთესო ნიმუშია. დებორას გმირობა მოთხრობილია „წიგნში მეშვიდე მსაჯულთა“. ამ თემაზე ცნობილია ჰენდელის ორატორია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 418.
- ა. ბეთოშვილი, ებრაელი ხალხის ისტორიიდან, თბ. 1991
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დებორა“ ვიკისაწყობში.
- წიგნი მსაჯულთა, ებრაული ენციკლოპედია
- დებორა, კათოლიკური ენციკლოპედია
- Biblical Hebrew Poetry - Reconstructing the Original Oral, Aural and Visual Experience
- Song of Deborah (Judges 5) Reconstructed