ბანძა
სოფელი | |
---|---|
ბანძა | |
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბანძა |
კოორდინატები | 42°20′56″ ჩ. გ. 42°17′03″ ა. გ. / 42.34889° ჩ. გ. 42.28417° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1639-1640 |
ცენტრის სიმაღლე | 90 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1099[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბანძა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლევახანე, ლეკეკელე, ლეპატარავე).[2] მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 90 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 12 კილომეტრით, აბაშიდან 22 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველად მოხსენიებულია 1639-1640 წლებში ოდიშში რუსეთის ელჩობის აღწერილობაში. 1658 წელს ბანძის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა იმერეთის მეფესა და გურია–სამეგრელოს მთავრებს შორის. ვახუშტი ბატონიშვილს მოხსენიებული აქვს „ბანძა და ციხე კეთილნაშენი“. 1737 წელს შედგენილ იმერეთის რუკაზე აღნიშნულია „ბანძა–ფაღაოს სასახლე“. სოფელში ტრადიციულად აღინიშნებოდა ჭვენიერობა, რომელიც ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების დღესასწაულია. საბჭოთა პერიოდში ბანძაში მოქმედებდა მევენახეობის მეურნეობა, ჩაის ფაბრიკა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1099 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 473 | 213 | 260 |
2014[1] | 1099 | 527 | 572 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანძაში დაიბადა ქართველი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა.
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბანძის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
გიორგი ათათიას ფოტო -
სოფლის ცენტრი
გიორგი ათათიას ფოტო -
ბანძის სინაგოგა
გიორგი ათათიას ფოტო
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 195.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II