შინაარსზე გადასვლა

ბადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბადიანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Illicium

ბადიანი (ლათ. Illicium) — მარადმწვანე ხეები ილიციუმისებრთა ოჯახისა (ადრე მაგნოლიასებრთა ოჯახს აკუთვნებდნენ). აქვთ ტყავისებრი ფოთლები. სიმაღლე 10 -მდეა. ბადიანი ძირითადად ორი სახეობით არის წარმოდგენილი. იაპონური ბადიანილათ. Illicium anisatum (ლათ. Illicium religiosum) ბუნებრივად იზრდება იაპონიასა (უძველესი დროიდანაა მოშენებული საკულტო მცენარედ) და ნაწილობრივ კორეაში. მისი სურნელოვანი ქერქი იხმარება ხალხურ მედიცინაში. ნაყოფი შეიცავს შხამს.

კულტივირებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ყინვაგამძლეა. ჩინური ბადიანი (ლათ. Illicium verum) ველურად იზრდება ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა რაიონებში. სურნელოვანი ნაყოფი შეიცავს ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ მედიცინასა და კვების მრეწველობაში. კულტივირებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ძლიერი ყინვა აზიანებს.