შინაარსზე გადასვლა

ანგლოსაქსები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათეს სახარების ქრისტოგრამა, ანგლოსაქსური პერიოდი, მიახლ. 700 წელი.

ანგლოსაქსებიშუასაუკუნეების ინგლისში მცხოვრები კულტურული ჯგუფი. ანგლოსაქსების წინაპრები ბრიტანეთის კუნძულზე ევროპიდან V საუკუნეში გადავიდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ანგლოსაქსების ეთნოგენეზი ბრიტანეთში შედგა და მათი იდენტობა ასევე კუნძულზე ჩამოყალიბდა. ანგლოსაქსური იდენტობა ჩამოყალიბდა როგორც კელტურ ბრიტებთან, ასევე გერმანიკულ ტომებთან ურთიერთობის შედეგად. დროის განმავლობაში ადგილობრივი ტომები შეერწყნენ ანგლოსაქსებს და ჩამოაყალიბეს ინგლისის სამეფო.[1] ბრიტანულ ისტორიოგრაფიაში ანგლოსაქსური პერიოდი იწყება 450 წელს და მთავრდება 1066 წელს, ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობის შედეგად.