ალ-მუკთადირი
იერსახე
ალ-მუკთადირი | |
---|---|
المقتدر | |
ალ-მუკთადირის ოქროს დინარი | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 908 |
მმართ. დასასრული: | 932 |
წინამორბედი: | ალ-მუქთაფი |
მემკვიდრე: | ალ-კაჰირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 895 |
გარდ. თარიღი: | 31 ოქტომბერი, 932 |
დინასტია: | აბასიანები |
რელიგია: | ისლამი |
აბუ ლ-ფადი ჯაფარ იბნ აბდულაჰ ალ-მუკთადირ ბილლაჰი (უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუკთადირი; დ. 895 — გ. 31 ოქტომბერი, 932) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 908-932 წლებში. მისი მამის, ალ-მუქთაფის გარდაცვალებისას იგი მხოლოდ 13 წლის იყო. მასთან ერთად ტახტის პრეტენდენტი იყო, ასევე, ბიძამისი აბდალა, თუმცა, საბოლოოდ ხალიფად ალ-მუკთადირი აირჩიეს, აბდალა კი მოკლეს.
ალ-მუკთადირი სუსტი მმართველი იყო. ერჩივნა დრო გართობაში გაეტარებინა და სახელმწიფოს საქმეები არ ადარდებდა, რის გამოც სახალიფო გამუდმებით კარგავდა ტერიტორიებს. ხალიფა მოკლეს 932 წელს ბაღდადის კარიბჭესთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
წინამორბედი: ალ-მუქთაფი |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 908-932 |
შემდეგი: ალ-კაჰირი |