შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

იური გაგარინი
იური გაგარინი
იური ალექსის ძე გაგარინი (რუს. Юрий Алексеевич Гагарин; დ. 9 მარტი, 1934, სოფ. კლეშინო, გჟატსკის რაიონი, სმოლენსკის ოლქი — გ. 27 მარტი, 1968, სოფ.ნოვოსიოლოვოსთან) — რუსი კოსმონავტი მფრინავი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (14 აპრილი, 1961), სკკპ წევრი 1960-იდან. დაიბადა კოლმეურნის ოჯახში. 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელოსნო სასწავლებელი და მუშა ახალგაზრდობის სკოლა, 1955 სარატოვის ინდუსტრიული ტექნიკუმი. ამ ტექნიკუმში სწავლისას გადადგა პირველი ნაბიჯები ავიაციაში. 1957 დაამთავრა მფრინავთა ჩკალოვის I სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და მსახურობდა წითელდროშოვანი ჩრდილოეთის ფლოტის გამანადგურებელი ავიაციის ნაწილებში. 1960 წელს გაგარინი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გამანადგურებელი მფრინავი, ჩაირიცხა კოსმონავტთა რაზმში.

დღის სურათი

სიახლეები

12 აპრილი — ამ დღეს...

იუნიონ ჯეკი
იუნიონ ჯეკი
  • 467 : ანთიმოზი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
  • 1204 : მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა კონსტანტინოპოლიდან ალექსი V-ის გაქცევით.
  • 1606 : სამეფო დეკრეტით შეიქმნა კავშირის დროშა (Union Jack, სურათზე), რომელიც ინგლისისა და შოტლანდიის სამეფოების გაერთიანების სიმბოლო გახდა.
  • 1802 : სიონის ტაძარში ქართულ საზოგადოებას გააცნეს რუსეთთან შეერთების მანიფესტის ტექსტი.
  • 1851 : თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.
  • 1903 : ლონდონის ქუჩაში პირველი შიდა წვის ძრავიანი სამარშრუტო ავტობუსი გამოვიდა.
  • 1961 : კოსმოსური ხომალდი ვოსტოკით რუსი კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გავიდა, დაასრულა რა დედამიწის ორბიტაზე ერთი შემოფრენა 108 წუთში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი