შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

მირზა გელოვანი
მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი (დ. 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი ― გ. ივლისი, 1944, ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში“ და სხვა ჟურნალ გაზეთებში.

დღის სურათი

სარკინიგზო ბორბლებიანი ვაგონი ვაშინგტონის მთაზე, ნიუ-ჰემფშირი.
სარკინიგზო ბორბლებიანი ვაგონი ვაშინგტონის მთაზე, ნიუ-ჰემფშირი.
სარკინიგზო ბორბლებიანი ვაგონი ვაშინგტონის მთაზე, ნიუ-ჰემფშირი.

2 მარტი — ამ დღეს...

ომარ ალ-ბაშირი
ომარ ალ-ბაშირი
  • 986 : ლუი V ფრანკების მეფე ხდება.
  • 1836 : ტეხასის რევოლუციატეხასის შტატმა მექსიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : ავსტრალიისა და ამერიკის საჰაერო ძალებმა იაპონიის ფლოტის კონვოი გაანადგურეს ბისმარკის ზღვის ბრძოლაში კუნძულ ახალ გვინეასთან.
  • 1970 : როდეზია საბოლოოდ ჩამოშორდა ბრიტანეთის სამეფოს და თავი რესპუბლიკად გამოაცხადა.
  • 1978 : კოსმოსურ ხომალდ სოიუზ-28-ზე გაფრენილი ჩეხი ვლადიმირ რემეკი პირველი არასაბჭოელი და არაამერიკელი მოქალაქე გახდა, რომელიც კოსმოსში მოხვდა.
  • 1992 : 1992 : აზერბაიჯანი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, და ყირგიზეთი გაეროს წევრები გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით.
  • 2009 : საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირის (სურათზე) დაპატიმრების სანქცია გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი