შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები

9 აპრილის ტრაგედია1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც.

სიახლეები

9 აპრილი — ამ დღეს...

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენტის შენობის წინ, 2008 წ.)
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ფოტოები (პარლამენტის შენობის წინ, 2008 წ.)
  • 1682 : ლა სალმა მდინარე მისისიპის შესართავი აღმოაჩინა.
  • 1770 : ჯეიმზ კუკმა ბოტანის ყურე აღმოაჩინა ავსტრალიასთან.
  • 1927 : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მიაწოდა თბილისს.
  • 1959 : ნასამ მერკურის შვიდეული შეარჩია, პირველი ასტრონავტები პროექტ მერკურისთვის.
  • 1967 : მომავალში ყველაზე კომერციული სამგზავრო თვითმფრინავის მსოფლიოში — ბოინგ 737-ის პირველი ფრენა განხორციელდა.
  • 1989 : 9 აპრილის ტრაგედიასაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისაბჭოთა მშვიდობიანი აქცია თბილისში საბჭოთა არმიის სადესანტო შენაერთმა დაარბია. დაიღუპა 21, ხოლო დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე.
  • 1991 : 31 მარტის სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ „დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი