სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.
პლუტონიპლუტონი (Pluto) — მზის სისტემისჯუჯა პლანეტა. 2006 წლის 24 აგვისტოსსაერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა. პლუტონის ზედაპირის ფართობია 1,6697·107 კმ².