შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

აკაკი შანიძე
აკაკი შანიძე
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (დ. 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა — გ. 29 მარტი, 1987, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).

დღის სურათი

რამა VIII-ის ხიდი ტაილანდში.
რამა VIII-ის ხიდი ტაილანდში.
რამა VIII-ის ხიდი ტაილანდში.

26 თებერვალი — ამ დღეს...

  • 364 : ვალენტინიანე I რომის იმპერატორად გამოცხადდა.

  • 1513 : მიწისძვრამ პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი დაანგრია.
  • 1794 : საფრანგეთის კონვენტმა რევოლუციის მტრების ქონების ნაციონალიზაცია გამოაცხადა.
  • 1924 : მიუნხენში ლუდის პუტჩისათვის ჰიტლერი დააპატიმრეს.
  • 1935 : რობერტ უოტსონ-უოტმა რადარი წარუდგინა საზოგადოებას.
  • 1986 : მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკის“ დასაწყისი გამოაცხადა.
  • 1990 : იწყება საბჭოთა ჯარების გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან.
  • 1992 : ჰოჯალინის ხოცვა-ჟლეტა — აზერბაიჯანის ქალაქ ჰოჯალის მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ.
  • 2016 : ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტად აირჩიეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი