შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ალასკის დროშა
ალასკის დროშა
ალასკაშტატი აშშ-ში. მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი ინუიტების ენაზე „კონტინენტს“ ნიშნავს. 1741 წელს აღმოაჩინა კაპიტანმა ვიტუს ბერინგმა. 1744 წელს რუსეთის კოლონია გახდა. 1845 წელს ალასკაზე 1838 ათასი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის 640 ეროვნებით რუსი იყო. 1867 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 7,2 მილიონ დოლარად ოფიციალურად იყიდა რუსეთისგან. 1884 წლიდან ოლქის სტატუსი ჰქონდა, 1912 წელს ტერიტორიის, ხოლო 1958 წელს კი აშშ-ს შტატის სტატუსი მიიღო. ალასკის ფართობი 1,477 ათასი კვადრატული კილომეტრია. განლაგებულია ალასკის ნახევარკუნძულზე და ალეუტის კუნძულებზე. აქ მდებარეობს ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი (6.194 მეტრი). მოსახლეობა – 651 ათასი კაცია, აქედან ქალაქის მოსახლეობა 64,5 %-ს შეადგენს. მისი დედაქალაქია ჯუნო.

სიახლეები

30 მარტი — ამ დღეს...

მარკუს პონტესი
მარკუს პონტესი
  • 1822 : ფლორიდის ტერიტორია შეიქმნა აშშ-ში.
  • 1842 : ექიმმა კროუფორდ ლონგმა პირველად გამოიყენა ოპერაციისას ანესთეზია.
  • 1858 : ჰაიმენ ლიპმენმა დააპატენტა ფანქარი ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
  • 1867 : აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უილიამ სიუორდმა რუსეთისგან ალასკა შეიძინა $7.2 მილიონად (2 ცენტი/აკრზე).
  • 1909 : გაიხსნა კუინზბოროს ხიდი, რომელმაც კუინზი და მანჰეტენი დააკავშირა.
  • 1912 : სულთანმა აბდ ალ-ჰაფიდმა ხელი მოაწერა ფესის ხელშეკრულებას, შედეგად მაროკო საფრანგეთის პროტექტორატი გახდა.
  • 2006 : მარკუს პონტესი (სურათზე) პირველი კოსმოსში გაფრენილი ბრაზილიელი ასტრონავტი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი