შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ოლიმპიური ალამი
ოლიმპიური ალამი

ოლიმპიური თამაშები — უძველესი და ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია).

დღის სურათი

კადრი გადაღებულია ფოტოაპარატის მიზანმიმართული მოძრაობით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. კეიპტაუნი, დასავლეთი კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
კადრი გადაღებულია ფოტოაპარატის მიზანმიმართული მოძრაობით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. კეიპტაუნი, დასავლეთი კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
კადრი გადაღებულია ფოტოაპარატის მიზანმიმართული მოძრაობით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. კეიპტაუნი, დასავლეთი კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

სიახლეები

6 აპრილი — ამ დღეს...

ათენის ოლიმპიადის პლაკატი
ათენის ოლიმპიადის პლაკატი
  • 648 : ძველი ბერძნების მიერ ყველაზე ადრეული აღრიცხული მზის დაბნელება.
  • 1561 : ციხედიდის ბრძოლაში ყიზილბაშებმა ქართველები დაამარცხეს.
  • 1652 : ჰოლანდიელი მეზღვაური იან ვან რიბეეკი პირველ მუდმივ ევროპულ დასახლებას აფუძნებს აფრიკის კონტინენტზე საჰარის სამხრეთით, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც კეიპტაუნი.
  • 1886 : ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქი ვანკუვერი დაარსდა.
  • 1896 : თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები (ილუსტრაცია სურათზე) გაიხსნა ათენში.
  • 1994 : კიგალის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავის ჩამოგდებით, რომელშიც იმყოფებოდნენ რუანდისა და ბურუნდის პრეზიდენტები, რუანდის გენოციდი დაიწყო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი