შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი — გ. 24 იანვარი, 1125) — საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა.

დღის სურათი

სიახლეები

დონალდ ტრამპი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


24 იანვარი — ამ დღეს...

კალიგულა
კალიგულა
  • 41 : დესპოტიზმით განთქმული რომის იმპერატორი კალიგულა (სურათზე) მოკლეს მისმა განაწყენებულმა პრეტორებმა.
  • 1848 : კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელება იწყება — ჯეიმზ მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან ოქროს პოულობს.
  • 1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას.
  • 1918 : რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრიგორიანული კალენდარი შემოიღეს.
  • 1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
  • 1927 : ალფრედ ჰიჩკოკმა საკუთარი პირველი ფილმი „ამაოებათა ბაღი“ გადაიღო ინგლისში.
  • 1984 : პირველი კომპიუტერი ეპლ მაკინტოში გამოვიდა გასაყიდად.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი