შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ნაბუქო
ნაბუქო
ნაბუქო (იტალ. Nabucco, შემოკლება ნაბუქოდონოსორისა, Nabucodonosor) — ჯუზეპე ვერდის იტალიურენოვანი ოპერა. შეიქმნა 1841 წელს, ხოლო პრემიერა 1842 წლის 9 მარტს მილანში, ლა სკალას თეატრში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის თემისტოკლე სოლერას (1815-1878). ოპერის თემას ერთი მხრივ წარმოადგენს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი ერისა და მათი თავისუფლების დევნა, ხოლო მეორე მხრივ კი ნაჩვენებია სულიერი გარდატეხა მთავარი გმირისა, ნაბუქოდონოსორისა — იგი თავდაპირველად თავს ღმერთად აცხადებს და ამის გამო სიგიჟით ისჯება ღვთის მიერ; საღი გონება მას მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდება, რაც ებრაელთა ღმერთის უზენაესობას აღიარებს.

დღის სურათი

Sambucus racemosa, ყვავილობის სტადია.
Sambucus racemosa, ყვავილობის სტადია.
Sambucus racemosa, ყვავილობის სტადია.

9 მარტი — ამ დღეს...

ჯუზეპე ვერდი
ჯუზეპე ვერდი
  • 1226 : სპარსეთში მონღოლებს გამოქცეულმა ჯალალედინმა თბილისი აიღო.
  • 1842 : ჯუზეპე ვერდის (სურათზე) მესამე ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა შედგა მილანში, რომლის წარმატებამ ავტორს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი იტალიის მოწინავე საოპერო მწერალთა რიგში.
  • 1908 : მილანის საფეხბურთო გუნდი „ინტერი“ დაარსდა.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი: ამერიკული B-29 მოიერიშეების მიერ ტოკიოს დაბომბვით გამოწვეულმა ხანძარმა 100 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1959 : მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თოჯინა ბარბი წარმოადგინეს თოჯინების მსოფლიო გამოფენაზე ნიუ-იორკში.
  • 1967 : სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა სსრკ-იდან გარბის და აშშ-ს აფარებს თავს.
  • 1991 : ბელგრადში დაიწყო პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი