➤ იარაღ-ი, იარაღ-ის(ა), მრავლობითი: იარაღ-ებ-ი, იარაღ-ნ-ი
|
|
- რაიმე სამუშაოს შესასრულებლად საჭირო საგანი ან მოწყობილობაა — ხელსაწყო, ინსტრუმენტი.
- ➤ სინონიმები: ხელსაწყო, მოწყობილობა, გაწყობილობა, დანადგარი
- ბრძოლისა და თავდაცვის საშუალება (თოფი, ზარბაზანი, ხმალი, ხანჯალი და სხვ.),— საბრძოლო საჭურველი.
- ➤ სინონიმები: აბჯარი
- გადატანით: რაიმე მიზნის მისაღწევი საშუალება, ღონისძიება, სახსარი; ბრძოლის საშუალება.
- სასაუბრო: რისამე ნაწილი, რისამე გამართულობა, მორთულობა, მოწყობილობა.
- ➤ სინონიმები: გამართულობა
- ➤ წარმოებული სიტყვები: იარაღიანი, იარაღასხმული, იარაღ-აღჭურვილობა, იარაღაყრილი, იარაღდება, იარაღ-მანქანები
- ➤ შესიტყვებები: საწარმოო იარაღები , წარმოების იარაღები, ბრმა იარაღი, იარაღს ისხამს, იარაღს აიღებს, იარაღს მოჰკიდებს ხელს, იარაღს აიყრის, იარაღს აჟღარუნებს, იარაღს აჩხარუნებს, იარაღს დაყრის, იარაღს მიაბრუნებს, იარაღში ზის, იარაღში სხედან , ცივი იარაღი , მორჩილი იარაღი
- ➤ ანდაზები: უხეირო ხელოსანი უხეირო ნაკეთებს უხეირო იარაღებს დააბრალებსო • იარაღი კაცს შვიდ წელიწადში ერთხელ მაინც დასჭირდებაო
ბრძოლისა და თავდაცვის საშუალება
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 4, სვეტი 531-534, თბილისი, 1955 წელი.
- იხილეთ ქართული ვიკიპედიის სტატია „იარაღი“
- „იარაღი“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 207.
- ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, ელდარ ნადირაძე, თბილისი, 2022, გვ. 200-201