და
იერსახე
ქართული
[რედაქტირება]და¹
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [dɑ]
- აუდიო მაგალითი: და ?
- დამარცვლა: და, მრ. რ. დე·ბი, და·ნი
მნიშვნელობა
[რედაქტირება]➤ და, დ-ის(ა), მრავლობითი: დ-ებ-ი, და-ნ-ი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
- ერთი დედ-მამის ან ერთ-ერთი მათგანის ქალიშვილი სხვა შვილების მიმართ.
- „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს, ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“
- გადატანით: ქალი, რომლის მიმართაც ისეთი გრძნობები აქვთ, როგორც დისადმი; საალერსო, თავაზიანი მიმართვა ქალისადმი.
- „ელიშუქი ჩემი ძმაკაცია და ძმაკაცის ცოლი ჩემი დაა.“
- „მობრძანდით, ძმებო, მობრძანდით, დებო.“
- შემოკლებით: იგივეა, რაც მედიცინის და.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- ➤ სინონიმები: მედიცინის და, მედდა
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ წარმოებული სიტყვები: დაიკო, და-ძმა, დეიდა, დისშვილი, დობილი, მამიდა, მედდა, პაპიდა, მედიცინის და, მოწყალების და, სათნოების და
- ➤ ანდაზები: და დის სახლში მივიდა, თავი სამშობლოში ეგონა
თარგმანები
[რედაქტირება] დედმამიშვილი
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 3, გვერდი 21, თბილისი, 2015 წელი.
- „და“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, თბილისი „განათლება“, 1998, გვ. 195
და²
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [dɑ]
- აუდიო მაგალითი: და ?
- დამარცვლა: და, მრ. რ. არ აქვს
მნიშვნელობა
[რედაქტირება]- მაერთებელი კავშირი ფრაზის ორი ერთგვარი წევრისა ან ორი წინადადებისა.
- მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი (ილია ჭავჭავაძე)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- მაერთებელი კავშირი კომპოზიტებში: ფუძეგაორკეცებულ ზმნისართებსა (გზადაგზა, კარდაკარ...) და რთულ რაოდენობით რიცხვით სახელებში (ოცდაერთი, ოცდაათი).
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- მაერთებელი კავშირი ანდაზებში, — კითხვა-მიგებითისა, ბრძანებით-მიგებითისა, სხვათა სიტყვისა და მისთ. წინადადებებში.
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]- ➤ ანდაზები: ნუ იქმ ავსა და ავისა ნუ გეშინია • ეს ბურთი და ეს მოედანი • ბრმავ, რასა სჩივი და — ორსავ თვალსა • ენამ რა გიყო და — თავში რაკუნი • თევზმა თევზს უთხრა: პატარა იქით იძარიო და საით მივიძრა, ორივ ერთ ტაფაში ვიწვით
თარგმანები
[რედაქტირება]
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 3, გვერდი 21, თბილისი, 2015 წელი.
- „და“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
- სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული : [ორტომეული], ტ. 1, თბილისი: „მერანი“, 1991, გვ. 182.
და³
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [dɑ]
- აუდიო მაგალითი: და ?
- დამარცვლა: და, მრ. რ. არ აქვს
მნიშვნელობა
[რედაქტირება]- იხმარება სიტყვის მასალად, ხშირად იწერება სხვა სიტყვასთან ერთად დეფისით და გამოხატავს სურვილს, გაკვირვებას, მოწონებას, კმაყოფილებას, საყვედურს; ზოგჯერ შერჩენილი აქვს და კავშირის მნიშვნელობაც. იხმარება ასევე შემდეგი სიტყვების მნიშვნელობითაც: რაღა, მაშ, ბარემ, მერე.
- შენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც უნდა მოსდევდეს-და!. (ხალხური). „ეგა სთქვი-და“, — მიუგო ლუარსაბმა. (ილია ჭავჭავაძე)
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
- დართული აქვს კავშირებს, ზმნისართებსა და ნაწილაკებს.
- არა-და, აქაო-და, ვითომ-და, თითქოს-და, ვითომც-და
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]თარგმანები
[რედაქტირება]
|
წყაროები და რესურსები
[რედაქტირება]- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 3, გვერდი 21, თბილისი, 2015 წელი.
- „და“ ქართული ენის განმარტებით ონლაინ-ლექსიკონში
და⁴
[რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება]წაკითხვა
[რედაქტირება]- ფონეტიკური ტრანსლიტერაცია (IPA): [dɑ]
- აუდიო მაგალითი: და ?
- დამარცვლა: და, მრ. რ. არ აქვს
მნიშვნელობა
[რედაქტირება]- მიმართულებითი (ანუ ვითარებითი, ვნებითი) ბრუნვის ბოლოსართი პირის ნაცვალსახელთა ნანათესაობითარ ფორმებში: ჩემდა. შენდა. ჩვენდა. თქვენდა. მისდა (ნაცვალსახელთა ეს ფორმები ჩვეულებრივ იხმარება მი და მიმართ, მომართ თანდებულებთან ერთად. )
- სამშობლო ჩემო, სალამი შენდა!
- ამ მნიშვნელობისათვის ციტატები არ გვაქვს. დაგვეხმარეთ მოძიებაში.
წარმოებული ლექსიკა
[რედაქტირება]თარგმანები
[რედაქტირება]
|