ჰაინრიხ ჰაინე
კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე (გერმ. Christian Johann Heinrich Heine; დ. 13 დეკემბერი, 1797 – გ. 17 თებერვალი, 1856) — ესეისტი, ჟურნალისტი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი რომანტიკოსი პოეტებისა. წარმოშობით ებრაელი, მოწიფულობის ასაკში მოექცა ქრისტიანობაზე.
ციტატები
[რედაქტირება]სიყვარული — ეს ტკბილი ტკივილია გულში. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
იქ, სადაც წვავენ წიგნებს, საბოლოოდ, ადამიანებსაც დაწვავენ. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
თუ მკერდში გული არ გიცემს, ვერასოდეს დაწერ ფართო მასებისათვის. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
მზისა და ბედნიერების საპოვნელად დავდიოდი... შიშველი და უძლური დავბრუნდი უკან და სამოსიცა და იმედიც ამ უქმად სიარულში გავცვითე. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
როცა სიტყვები უძლურია, ისინი ადგილს მუსიკას უთმობენ. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
გამოცდილება საუკეთესო სკოლაა, უბრალოდ აქ სწავლა ძვირი ღირს. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ბრიყვების რიცხვი დედამიწაზე გაცილებით აღემატება მოსახლეობის რაოდენობას. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
რამდენი ცრემლიც არ უნდა დაღვარო, ბოლო მაინც ერთი იქნება - ცხვირის მოხოცვა. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ბუნებას, როგორც დიდ მხატვარს, შეუძლია პატარა საშუალებითაც მიაღწიოს ყველაზე დიდი ეფექტს. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ყოველი ქალი სამყაროს საჩუქარია ჩემთვის. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
უნდა მიუტევო შენს მტრებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ სახრჩობელაზე ჩამოკიდებენ. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
რომ მქონოდა რაფაელის ფუნჯი, მოცარტის მელოდია და კალდერონის ენა, იქნებ მეც რაიმე გრძნობა ჩამენერგა თქვენთვის. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
სიკეთე სილამაზეზე მაღლა დგას. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
საბოლოოდ სულერთია რისთვის კვდები, მაგრამ თუ კვდები იმისთვის რაც გიყვარს, მაშინ ასეთი თბილი და ერთგული სიკვდილი სჯობს ცივ და უნდო სიცოცხლეს. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
რაც უფრო მეტად ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად ვაფასებ ძაღლებს. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ქალებმა იციან ერთი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაბედნიერონ და ოცდაათი ათასი ხერხი, რომლითაც შეუძლიათ გაგვაუბედურონ. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელთან ერთადაც იბადება და რომელთან ერთადაც კვდება, ყოველი საფლავის ქვის ქვეშ ასვენია ერთი მსოფლიო ისტორია. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
ადამიანი არისტოკრატია ცხოველთა შორის. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები
როდესაც მიდიან გმირები, სცენაზე ჯამბაზები გამოდიან. |
ციტატის წყარო: ჰაინრიხ ჰაინეს ციტატები