ჯორჯ ბერნარდ შოუ
ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (დ. 26 ივლისი, 1856, დუბლინი ― გ. 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).
ციტატები
[რედაქტირება]სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია. | |
As long as I have a want, I have a reason for living. Satisfaction is death. |
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.
ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია. |
გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა. |
ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას. |
არცერთი კითხვა არ არის იმდენად რთული რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა. |
სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის - ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. |
დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება. |
პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. |
ცხოვრება არ არის საკუთარი თავის ძიება - ის საკუთარი თავის შექმნაა. |
ჯენტლმენია მამაკაცი, რომელმაც მოიწვია გოგონა თავის სახლში გრავიურების სანახავად და ანახებს მას გრავიურებს. |
თუ თქვენ იპოვით საკუთარ ბედნიერებას და სიხარულით ცას ეწვევით, თქვენ დაემგვანებით მოხუცს, რომელიც სათვალეს ეძებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხვირზე ეკეთა. |
თქვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ძალიან დიდი დროს ანდომებთ იმაზე ფიქრს, უბედური ხართ თუ არა. |
ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს. |
კაცთმოძულეობა სარკეში შეფურთხებაა. |
ახლა, როდესაც არ შეგვიძლია ვიფრინოთ, როგორც ჩიტებმა, ვიცუროთ, როგორც თევზებმა, დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ გასაკეთებლად, ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ მიწაზე ადამიანურად. |
რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?! |
ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელსაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი - თავად შექმნეს. |
გეშინოდეს ადამიანისა, რომლის ღმერთიც ზეცაში ცხოვრობს. |
ცეკვა - ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატვა. |
ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს! |
სიგარეტი - ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი. |
ქალისა და მამაკაცის ზრდილობიანობის საზომი კონფლიქტურ სიტუაციაში ჩადენილი საქციელია. |
ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა - სხვებს ასწავლის. |
შიშის მონობა - ყველაზე უარესი მონობაა. |
როდესაც საკითხი სამხიარულოა, ფრთხილად მოძებნე მასში ფარული ჭეშმარიტება. |
თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, სჯობს აღარავინ შეიყვაროს. |
პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით. |
რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა. |
პატრიოტიზმი - ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ. |
თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება - ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება. |
მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია - იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის. |
არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია. |
ახალგაზრდობა არაჩვეულებრივი რამაა. რა დასანანია, რომ ასე ტყუილად იფლანგება ბავშვებზე. |
ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას - ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე. |
რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?! |
ბოროტსა და უბედურ სამყაროში უმდიდრეს კაცს არაფრის ყიდვა შეუძლია, გარდა იმავე ბოროტებისა და უბედურებისა. |
თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: „რატომ?“, მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: „რატომაც არა?!“ |
როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს - ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში. |
მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია, ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს. |
როცა ბრიყვს თავისი ნამოქმედარის რცხვენია, იგი ყოველთვის აცხადებს, რომ ეს მისი მოვალეობაა. |
ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა. |
ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია. |
მეცნიერება არასდროს წყვეტს პრობლემას, თუკი ამ ერთს კიდევ ათი ასეთივე პრობლემა არ დაამატა. |
ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს. |
ბოლოს და ბოლოს ჩვენი ურთიერთობა იმდენად გაფუჭდა, რომ დაგვრჩა მხოლოდ ერთი: მოგველაპარაკებინა, რომ ჩვენ უაღრესად დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. |