შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე დიუმა (უფროსი)

ვიკიციტატიდან
ალექსანდრე დიუმა (უფროსი)

ალექსანდრე დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ქალის გარეშე კაცი არ ხარ, ხოლო ქალთან ერთად – ადამიანი არ ხარ.

  ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 9-15 აგვისტო, 2010; N32 (502) — გვ. 104.

  •  

რა ლამაზადაც არ უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.

  ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.389

  •  

ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.

  ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.760

  •  

ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს.

  ციტატის წყარო: დიუმა, ალექსანდრე: კავკასია : მოგზაურობის შთაბეჭდილებანი / თარგმ. ფრანგ. თ. ქიქოძისა ; შესავალი წერილი, რედ. და შენიშვნები ა. გაწერელიასი - თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება, 1964.


  •  

ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად და ნურც ნაკლებად, ვიდრე ის ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.


  •  

ის ვინც ლამაზად ცხოვრობდა, ლამაზადვე მოკვდება.


  •  

ისტორია ლურსმანია, რომელზედაც ყველაფრის დაკიდება შეიძლება.


  •  

ეჭვიანობა სიყვარულის საძირკველია.


  •  

იშვიათად ხდება, სასურველს მთელი ძალისხმევით რომ არ გიმალავდნენ ადამიანები.


  •  

არსებობს იმდენად შეუფასებელი სიკეთეც, რომლის გადახდაც მხოლოდ უმადურობით შეიძლება.


  •  

დიდება ძვირი საქონელია, თან მალფუჭებადი.


  •  

საყვარელს შეიძლება გაშორდე, მაგრამ ცოლი, ეს სხვა საქმეა, თქვენ მასთან სამუდამოდ ხართ შეკრულნი, მიუხედავად იმისა, ერთად იქნებით, თუ არა.


  •  

ხალხი დამშეული ლომია, რომელიც ლოკავს მხოლოდ იმ ხელს, რომლითაც აჭმევენ, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის.


  •  

საუბედუროდ, პირველივე მოთხოვნილება, ხალხის გამარჯვების შემდეგ, ყველაფრის დაუყოვნებლივ განადგურებაა.


  •  

ხალხი პატარა ბავშვივითაა, მოეფერე, აჭამე და ყველაფერს დამალავენ, დამუნჯდებიან და იქნებიან თბილნი.


  •  

ყველაზე ადვილი იმ ოცნებების ახდენაა, რომელშიც ეჭვი არ ეპარებათ.


  •  

ის, ვინც შეყვარებულია, არასოდეს იბნევა იმაში, თუ ვინ უყვარს.


  •  

უხეშ რეალობას უყვარს მოკლას წმინდა იმედები.